|
2026-07-01 18:55:26, 2919 ნახვა
საზოგადოება
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
დღეიდან, თიბისის მობაილბანკში „საგანძურის მარათონი“ დაიწყო, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური ყოველდღიურობა თამაშად აქციონ, მონეტები დააგროვონ, საკუთარ გუნდს დაეხმარონ და სოლიდური საპრიზო ფონდისთვის იბრძოლონ. „საგანძურის მარათონის“ დასაწყისში, მომხმარებელი გაივლის გამანაწილებელ ქვიზს, რომლის მიხედვითაც სპეციალური ჯადოსნური ბუ მის ფინანსურ ჩვევებს გამოავლენს და ოთხი საგვარეულოდან ერთ-ერთში გაანაწილებს: ბარათიშვილი, ანაბარიძე, ხარჯიანი და დოვლათია. მარათონის მთავარი ძალა გუნდურობაა - მონაწილეების მიერ დაგროვილი მონეტები გავლენას ახდენს როგორც პირად შედეგებზე, ისე საკუთარი საგვარეულოს წარმატებაზე. საბოლოოდ, ფინალში მხოლოდ გამარჯვებული საგვარეულო გადავა და მისი წევრები გააგრძელებენ ბრძოლას 50 000 ლარისთვის. მონეტების დაგროვება მონაწილეებს სხვადასხვა მისიის შესრულებით შეეძლებათ. ყოველდღიური და ყოველკვირეული მისიები მოიცავს მარტივ ფინანსურ აქტივობებს მობაილბანკში - მაგალითად, თანხის გადარიცხვას, ელ ფოსტის ვერიფიკაციას და სხვა ყოველდღიურ მოქმედებებს. მარათონის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მეგობრების მოწვევით დამატებითი მონეტები გამოიმუშაონ. გარდა ამისა, ყოველდღიურად მომხმარებლებს მინი-თამაში გაეხსნებათ, სადაც მონეტების დაგროვება იქნება შესაძლებელი. „საგანძურის მარათონში“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ყოველთვიურად და შესაბამისად, დაჯილდოვდებიან 100, 2000 ან 10 000 ლარით. თითოეულ საგვარეულოს ეყოლება ერთი ლიდერი გამარჯვებული; შესაბამისად, დღის, კვირისა და თვის პრიზებს ოთხი მონაწილე მიიღებს. მარათონის დასრულების შემდეგ, ფინალში გადასული საგვარეულოს წევრებისთვის სპეციალური 24-საათიანი სპრინტ მარათონი გაიმართება. დასკვნით ეტაპზე, დამატებითი ინფორმაცია ფინალის მოახლოებასთან ერთად გახდება ცნობილი. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ციფრული გამოცდილება მხოლოდ მარტივი და სწრაფი კი არა, სასიამოვნო და საინტერესო პროცესიც იყოს. სწორედ ამიტომ, „საგანძურის მარათონით“ მობაილბანკში ახალი თავგადასავალი იწყება - თამაში, რომელიც დაგეხმარება აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები, გაიმარტივო ყოველდღიური ფინანსური ცხოვრება და მოიპოვო შანსი ფულადი პრიზების მოსაგებად. გახადე ზაფხული უფრო საინტერესო - განაახლე თიბისის მობაილბანკი და შეუერთდი „საგანძურის მარათონს“.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)