08:29 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-29 14:30:43, 3683 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური

ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ზედმეტი პოლიტიზება არაფერს მოუტანს არავის, – ამის შესახებ  შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაუსვეს კითხვა.

„მგონი, მთლიანად პროცესი ძალიან გამჭვირვალედ მიმდინარეობს, რამდენადაც ეს შეიძლება იყოს, როცა საქმე ეხება პერსონალურ ინფორმაციას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ პენიტენციური სამსახური ჩართულია. მათ შორის არა მხოლოდ სამსახურის ექიმებს, ხოშტარიას პირად ექიმებსაც შეუძლია მისი მონახულება.

რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ზედმეტი პოლიტიზება არაფერს მოუტანს არავის, არც არასდროს მოუტანია. ასე რომ, ვინმე თუ გულშემატკივრობს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას, მთავარია, სამედიცინო მონაცემებს და ექიმების მონაცემებს მიყვნენ. სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა პატიმრისთვის უფასო სამედიცინო დახმარებას, ჯანმრთელობაზე ზრუნვას. როგორც ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო დახმარებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics