|
2026-06-09 15:02:25, 2749 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს
პატიმრობაში მყოფი ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს. წერილში ლევან ხაბეიშვილი მასზე განხორციელებული ძალადობის ორგანიზატორებად გდდ-ის ყოფილ ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს, იგივე ხარებას და თბილისის პოლიციის უფროსს გოგა მემანიშვილს ასახელებს. ამასთან, აღნიშნავს, რომ ძალადობას "მწვანე შუქი" ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ აუნთეს. წერილი სრულად: "გამოძიებობანას, სახლობანას თამაშობენ. 2 წელი გავიდა და თურმე ახლა ნახე სიზმარში, რომ წამებას, გატაცებას ჰქონდა ადგილი. 2 წელი ეძინათ. ამ 2 წელშიც „ორი ლიფსიტა“ დაიჭირეს და „ბობოლებს“ ხელს აფარებენ. ხარება და გოგა მემანიშვილი არიან პირველ რიგში დასაჭერი და შემდეგ ვინც მათ მწვანე აუნთო! მაშინ მათ ეს მწვანე მისცა ივანიშვილმა, პრემიერმა კობახიძემ და მდინარაძემ. ამ მწვანე შუქის შუაში ასევე არიან მაშინდელი სუსის უფროსი ლილუაშვილი და შსს მინისტრი გომელაური. თუ ამათი პასუხისმგებლობა არ დგება, აბა ვის აინტერესებს უსახელო და უგვარო ვიღაც ბაღლინჯოები?! ამ წამებას ჰყავდა ერთი მთავარი ორგანიზატორი და ეს არის ივანიშვილისმწამებელი სისტემა. 300-მდე ადამიანი აწამეს და 5 თუნდაც 10 ლიფსიტის დაკავებით უნდათ ფონს გასვლა. მე მაინტერესებს სისტემის შემოქმედები და ესენი არიან ივანიშვილი - კობახიძე. გთხოვთ გაიხადეთ სმოკინგები, დაწვით ეგ „კოსტუმები!“ დაიჭირეთ ხელში რუპორი და არ დანებდეთ ივანიშვილის რეჟიმს. ტელე-კომენტატორებმა, მოექსპერტო პოლიტიკოსებმა, უკვე თავი მოაბეზრეს ყველას. აქტიურობა და პრესინგია საჭირო. მწამებელი, სამშობლოს მოღალატე რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია ბრძოლით და არა „დაველოდოთ“ სტრატეგიით. ღმერთმა დალოცოს საქართველო", - ვკითხულობთ წერილში.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)