10:09 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-03 14:47:27, 3282 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი მესამედ შეიტანა

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის წინააღმდეგ მესამედ შეიტანა საჩივარი. საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მმართველი პარტია „სკურპულოზურად უდგას ამ საკითხს“ და ბრიტანული მაუწყებლისგან პასუხს ელოდება.

„დიდი სამუშაო მიმდინარეობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი საჩივრები იყოს სათანადო ხარისხის და დასაბუთებული და მინდა დაგარწმუნოთ, რომ სწორედ ასეა. ველოდებით პასუხს; ჯერ არ მიგვიღია. ვნახოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ ბრიტანული მედიასაშუალებისგან ბოდიშის მოხდას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა მომიტინგეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიკატების სავარაუდო გამოყენების შესახებ რეპორტაჟის გამო.

გამოძიების თანახმად, პოლიციამ 2024 წლის საპროტესტო აქციების დარბევის დროს გამოიყენა საშიში ქიმიური ნივთიერება - ბრომბენზილ ციანიდი (CBC), ასევე ცნობილი როგორც „კამიტი“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ BBC-ის გამოძიებაში გაჟღერებული ინფორმაცია საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. ქიმიური იარაღის „კამიტის“ სავარაუდო გამოყენების შესახებ განზრახ დეზინფორმაციაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics