|
2026-05-28 15:13:58, 4385 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
„ფაქტი არის ძალიან მძიმე და დარწმუნებული ვარ, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გორში სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ფაქტზე შესაბამისი უწყებების რეაგირება ადასტურებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. „ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო და დარწმუნებული ვარ, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა, ვინც ნახა ეს კადრები, თუმცა, აქ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს რეაგირება. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორნი და არავის მიეცემა შესაძლებლობა, ვინც არ უნდა იყოს, რომ კანონი დაარღვიოს და ამაზე თვალი დავხუჭოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ადგილი აქვს სისტემურ დანაშაულს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სისტემური დანაშაულებები ქვეყენაში 2012 წლამდე ხდებოდა. „სისტემური დანაშაული ხდებოდა 2012 წლამდე. გვახსოვს, რა ვითარება იყო მაშინ საქართველოში, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ და, ზოგადად, რა პროცესები მიდიოდა. ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ძალიან კარგად ხედავს განსხვავებას და კარგად აკეთებს ანალიზს იმისა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორ საქართველოში ვცხოვრობდით და დღეს რა მოცემულობა გვაქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)