|
2026-05-18 17:20:38, 18143 ნახვა
კულტურა
ბაზისბანკის მხარდაჭერით რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „ქართული თეატრის ამბავი ანუ...“ გაიმართა
ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად განაგრძობს ქვეყნის შემოქმედებითი ცხოვრებისა და კულტურული ინიციატივების ხელშეწყობას. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საზოგადოებამ წელს კიდევ ერთხელ იხილა გამორჩეული პროექტი, ნიკოლოზ წულუკიძის სპექტაკლი „ქართული თეატრის ამბავი ანუ…“, რომელიც ქართული თეატრალური ხელოვნების ისტორიასა და მნიშვნელობას ეძღვნება. უცნობი ისტორიები, უნიკალური ფოტოები და პირადი მოგონებები, რომლებიც აქამდე არცერთ საძიებო სისტემასა თუ საარქივო სივრცეში არ მოიპოვებოდა, ნიკოლოზ წულუკიძემ წლების წინ ერთიან შემოქმედებით კონცეფციად შეკრა და მაყურებელს სპექტაკლის სახით წარუდგინა. 5 მაისს რუსთაველის ეროვნულ თეატრში მისულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეძლო გამორჩეული სპექტაკლის ნახვა, ასევე ამ დღეს გაიმართა ამავე სპექტაკლზე დაფუძნებით შექმნილი წიგნის “ქართული თეატრის ამბავის” პრეზენტაცია. „ქართული თეატრის ისტორია არ არის მხოლოდ წარსული, ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ მაყურებელს კიდევ ერთხელ წარვუდგინეთ სპექტაკლი “ქართული თეატრის ამბავი ანუ…”, რომელიც თეატრალურ ამბებს აერთიანებს. ეს არის მულტიმედიური მცდელობა, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი კულტურული ფესვები. მადლობა ბაზისბანკს ამ პროექტის გვერდით დგომისთვის. მათი სოციალური პასუხისმგებლობა და კულტურისადმი ერთგულება გვაძლევს საშუალებას, ჯეროვნად დავაფასოთ ჩვენი ისტორია და მივიტანოთ მაყურებლამდე”- განაცხადა ნიკოლოზ წულუკიძემ. “თანამედროვე სამყაროში ბიზნესის როლი მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვზრუნავთ ქვეყნის კულტურულ პროგრესზეც და დიდი პატივია ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერა, რომელიც ერთდროულად აცოცხლებს თეატრალურ ისტორიას და გზას უხსნის ახალ შემოქმედებით ძიებებს. “ქართული თეატრის ამბავი ანუ…” გამორჩეულია თავისი უნიკალური ამბებით, მიხარია, რომ მაყურებელმა კიდევ ერთხელ შეძლო ამ სპექტაკლის სცენაზე ხილვა. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელოვნების სფეროს აძლიერებს და ქართული თეატრის ისტორიას აცოცხლებს.“- განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)