|
2026-05-14 15:05:00, 6309 ნახვა
პოლიტიკა
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით და წერს, რომ 17 მაისს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს, რომელსაც მის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები და სტუმრები დაესწრებიან. საპატრიარქოს ცნობით, 11:00 საათზე ქაშუეთის ტაძრიდან სამებამდე მსვლელობაც გაიმართება. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. წირვას დაესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი. პარალელურად, დილის 11:00 საათზე ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები, როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი არის კვირა, სამრევლოების წინამძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წირვა დაიწყონ ჩვეულებრივზე ადრე, რათა მრევლმა შეძლოს მსვლელობაში მონაწილეობის მიღება" - წერს საპატრიარქო. ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე, 17 მაისი, საქართველოში პირველად 2012 წელს აღინიშნა. აქციის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნამდე მისვლას გეგმავდნენ, თუმცა, ამის საშუალება მათ რადიკალურმა ჯგუფებმა - "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" და "წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის" წარმომადგენლებმა არ მისცეს. ლგბტ თემის წარმომადგენლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 2013 წლის 17 მაისს ორგანიზაცია იდენტობამ და ლგბტ აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე აქცია დაგეგმეს. თუმცა, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, მათ შორის, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა შეკრება წინა ღამით დაიწყეს. ბასილ მკალავიშვილი მრევლი ჭინჭრით იყო შეიარაღებული. აქციას მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ხელმძღვანელობდნენ ქორეპისკოპოს იაკობის მეთაურობით და ადგილზე მათი მრევლის ათასობით წარმომადგენელი იყო. ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. მათი მიზანი არა ლგბტქ აქციის ჩაშლა, არამედ ფიზიკური ანგარიშსწორება იყო. მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა გაარღვიეს პოლიციის ცუდად ორგანიზებული ცოცხალი ჯაჭვი და ლგბტქ აქცია ძალადობრივად ჩაშალეს. აქტივისტები პოლიციამ ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა, თუმცა, შეკრებილები ძალადობას აგრძელებდნენ - ავტობუსებს ქვებს ესროდნენ. 2014 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. სასულიერო პირები და მრევლი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა და "სანატიზმი" და "სოდომ-გომორი" დაგმო.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)