|
2026-05-07 13:11:16, 7023 ნახვა
სპორტი
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
თიბისის გენერალური მხარდაჭერით, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადისთვის (EGOI) 2026 წლის ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდა. საქართველოს სახელით საერთაშორისო ასპარეზზე ოთხი მოსწავლე გოგო იასპარეზებს - გვანცა ხვედელიძე, ლიზი პავლიაშვილი, ნატალია პაპაშვილი და თაკო შანავა. ოლიმპიადა 12-18 მაისს, იტალიის ქალაქ ჩესენატიკოში გაიმართება, სადაც ქართველი მონაწილეები 50-ზე მეტ ქვეყნის მონაწილესთან ერთად, საერთაშორისო კონკურენციაში საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენენ რთულ ალგორითმულ ამოცანებში, პროგრამირებასა და ანალიტიკურს აზროვნებაში. ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადა (EGOI) საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრია, რომლის მთავარი მიზანია ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების სფეროში გოგოების ჩართულობის გაზრდა და STEM მიმართულებებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა. „EGOI ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ერთი მხრივ, ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ნაკრების წევრი ვარ, მაგრამ მეორე მხრივ, საკმაოდ ვნერვიულობ კიდეც, რადგან ქვეყნის სახელით გამოვდივარ. მჯერა რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ რაც შედეგს გამოიღებს” - გვანცა ხვედელიძე ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, 2023 და 2025 წლებში ევროპის გოგოების ოლიმპიადის 2 ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, თიბისის გენერალური მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით დაფუძნდა და მისი მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, განვითარება და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადება. სწორედ BTU-ში გადიან ეროვნული ნაკრების წევრები საერთაშორისო სტანდარტების მომზადებას. „ჩემთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო არსებულ სტერეოტიპებთან გამკლავება. ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ პროგრამირება არ გამომივიდოდა, იმის გამო რომ გოგო ვარ. ამ ყველაფრის მიუხედავად მე არ შევწყვიტე მუშაობა, ჩემს შესაძლებლობებში დაჯერება და სათანადო მომზადებით შედეგსაც მივაღწიე” - ლიზი პავლიაშვილი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, EGOI 2025-ის მონაწილე. საქართველოს ნაკრები EGOI-ში წელს უკვე მეექვსედ მიიღებს მონაწილეობას. გასული წლების განმავლობაში ქართველმა მონაწილეებმა საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს და ჯამში 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას და ახალი თაობისთვის შესაძლებლობების შექმნას - მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, იდეების და განათლების ძალის.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)