|
2026-04-20 16:14:11, 2779 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ცოტნე ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად ოპონენტებს მოღალატეებს ეძახის
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. „ყველა ის პოლიტიკური პარტია, ვინც დაკავებულია იმით, რომ მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალებები, დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია, ემსახუროს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ყველამ ვიცით, რომ აგენტურაა. ეს წლების განმავლობაში იქმნებოდა, ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ ეს დაჯგუფებები, ეს მოღალატეები შექმნილიყო. ეს ხელწერა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით არ არის. ზოგადად, ყველგან, სადაც არის პოლიტიკური ინტერესი, ერთი და იგივე დამოკიდებულებაა და ეს სქემა გაშიფრულია. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ვინ საიდან ფინანსდება, ვინ ჰყავთ პატრონები და რა არის მათი მთავარი მიზანი. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება საქართველოში მორიგი რევოლუციური სცენარების დაგეგმვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მტრული საქმიანობა გრძელდება, თუმცა შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ყველაფერს მკაცრი რეაგირება მოჰყვება. „მტრული საქმიანობა გრძელდება. ყველამ ვიცით, საიდან ფინანსდება, ვინ არიან ამ ყველაფრის სათავეში და რა აქვთ მთავარი ინტერესი. ყველა გაშიფრულია. წინა წლებშიც რამდენჯერმე იყო მცდელობა საქართველოში რევოლუციის მოწყობის, ტარდებოდა ტრენინგები. ხომ გახსოვთ, როგორ იფუთებოდა ეს ტრენინგები, თითქოს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის ტარდებოდა, ამისთვის ფულს იღებდნენ, რეალურად კი იქ საუბარი მიმდინარეობდა რევოლუციურ სცენარზე, ვინ როგორ უნდა იმოქმედოს, რა პროცესები უნდა წარიმართოს და ასე შემდეგ. იგივეა ახლაც. ეს ქვეყნის მტრები არ ჩერდებიან. ცდილობენ პოლარიზაცია გააღრმავონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, მაგრამ სახელმწიფო სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ვინც კი რაიმე კანონდარღვევას ჩაიდენს, ამას მოჰყვება მყისიერი და ძალიან მკაცრი რეაგირება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)