|
2026-04-20 12:34:24, 5897 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში სწრაფი ეკონომიკური განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა, კორუფციის დაბალი დონე და კარგი მმართველობა ქმნის კარგ საინვესტიციო გარემოს. მისი აზრით, თბილისში "ტრამპ თაუერის" აშენება ნიშნავს, რომ ტრამპი კარგად იცნობს გარემოს. პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს პროექტი წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს. "ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სხვადასხვა მონაცემით, საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპებით მსოფლიოში და არა მხოლოდ რეგიონში. მეორე მხრივ, საქართველო არის მშვიდობისა და სტაბილურობის კუნძული იმ რეგიონში, სადაც გარშემო ახალი კონფლიქტები იწყება და მწვავდება. და მესამე, საქართველოს მოწყობა, მმართველობა არის ერთ-ერთი წარმატებული და ყველა ობიექტური საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ იქნება ეს კორუფციის დაბალი დონე, კარგი მმართველობის რეიტინგები საქართველო არის ლიდერი. სწორედ ამ პირობების გამო საქართველოში არის შექმნილი კარგი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკურად მიმზიდველი არის საქართველო ყველასთვის. რა თქმა უნდა, ეს პროექტი სწორედ ამაზე მეტყველებს, როდესაც ტრამპის კომპნაია საკუთარი ბრენდით შემოდის საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ ის კარგად იცნობს გარემოს, რაც არის. რა თქმა უნდა, ტრამპი და მისი კომპანია უფრთხილდება რეპუტაციას, რომელიც მას აქვს დაგროვილი. სწორედ ამ რეპუტაციით შემოდის ამ ბიზნესპროექტში, რაც არის მნიშვნელოვანი, სხვა მიმართულებით ინვესტიციის მოზიდვისთვისაც მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ბრენდი შემოდის და ნდობას უცხადებს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს და მის შესაძლებლობებს. შესაბამისად, წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს." - თქვა შალვა პაპაუშვილმა. ცნობისთვის, გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თბილისში ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები "ტრამპ თაუერის" აშენებას გეგმავენ, რომელიც დედაქალაქში სიდიდით ყველაზე მაღალი შენობა იქნება.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)