09:22 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 14:53:04, 387 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი მადლენ ოლბრაიტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  „ოლბრაიტ სტოუნ ბრიჯ  ჯგუფის" ხელმძღვანელს და ყოფილ სახელმწიფო  მდივანს მადლენ ოლბრაიტს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, რუსეთისა და უსფრთხოების საკითხებზე და ასევე საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, ამერიკული მხარე საპარლამენტო არჩევნების საკითხით დაინტერესდა და აღინიშნა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და დემოკრატიის ხარისხის ამაღლებისათვის მნიშვნელოვანია ის თუ როგორ ვითარებაში გაიმართება არჩევნები, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

შეხვდრას ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics