|
2026-04-15 10:05:05, 11881 ნახვა
რეგიონი
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ბერძენი ტურისტები აია-სოფიაში დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა, რომელზეც ბიზანტიის იმპერიის ორთავიანი არწივი იყო გამოსახული და რომელზეც ლოზუნგი იყო „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“. სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს ტურისტები, რომლებიც 9 აპრილს საბერძნეთიდან ტურისტული ჯგუფის შემადგენლობაში ჩამოვიდნენ, უსაფრთხოების შემოწმების გავლისას. NTV-ის ცნობით, მეჩეთის ზედა სართულზე, რომელიც ვიზიტორებისთვის ღიაა, ტურისტებმა ამოიღეს ბიზანტიური ორთავიანი არწივის გამოსახულებით ბანერი და ერთმანეთის ფოტოების გადაღება დაიწყეს. როდესაც ისინი ბანერის წინ პოზირებდნენ, უსაფრთხოების ძალები ჩაერივნენ. პოლიციამ დააკავა 35 წლის მაზი მიქაელი და 42 წლის კონსტანტინა მაზი. ტურისტები სტამბოლის იუსტიციის სასახლეში გადაიყვანეს, სადაც ისინი „მოსახლეობის ნაწილის დამცირების“ ბრალდებით დააკავეს. აია-სოფიას ტაძარი ათასი წლის განმავლობაში ბიზანტიის იმპერიის მთავარი ქრისტიანული ეკლესია იყო. კონსტანტინოპოლის ოსმალეთის თურქების მიერ დაცემის შემდეგ, ის მეჩეთად გადაკეთდა. XX საუკუნეში მუსტაფა ქემალ ათათურქმა აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გამოაცხადა, თუმცა თურქეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეს გადაწყვეტილება 2020 წელს გააუქმა და აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)