12:00 - 13 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-13 09:59:27, 452 ნახვა

სამხედრო
პენტაგონმა ირანზე თავდასხმების დროს KC-135 ჩამოვარდნის შესახებ განაცხადა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, ერაყში საბრძოლო მისიის შესრულებისას აშშ-ის KC-135 ტიპის ტანკერი ჩამოვარდა. „ინციდენტში ორი თვითმფრინავი მონაწილეობდა. ერთი დასავლეთ ერაყში ჩამოვარდა, მეორე კი უსაფრთხოდ დაეშვა. ეს არ მომხდარა მტრის ან მეგობრული ცეცხლის გამო“, - აღნიშნა სარდლობამ.

CBS News-ის ჟურნალისტის, ჯენიფერ ჯეიკობსის თქმით, ჩამოვარდნის დროს KC-135-ის ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა; მათი ბედი უცნობია. ფრენის თვალთვალის სერვისის, FlightRadar24-ის თანახმად, მეორე ტანკერი თელ-ავივში დაეშვა.

ერთ-ერთ ამერიკულ თვითმფრინავზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა შიიტმა მებრძოლმა დაჯგუფება „ისლამურმა წინააღმდეგობამ ერაყში“ აიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმა განხორციელდა „შესაბამისი იარაღის გამოყენებით“ და „ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი საჰაერო სივრცის დასაცავად, რომელსაც ოკუპირებული ძალები არღვევენ“. ჯგუფმა ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოადგინა. მარტის დასაწყისში აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ სამი ამერიკული F-15E Strike Eagle გამანადგურებელი, რომლებიც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ასრულებდნენ მისიებს, ქუვეითის თავზე მეგობრული ცეცხლის გამო ჩამოაგდეს. ყველა პილოტმა კატაპულტირება და გადარჩენა მოახერხა.

პენტაგონის ცნობით, ირანის ტერიტორიაზე აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების დაწყებიდან შვიდი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და დაახლოებით 150-მა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ პარნელმა აღნიშნა, რომ 108 სამხედრო მოსამსახურე უკვე დაუბრუნდა სამსახურს. დაჭრილებიდან რვას მდგომარეობა შეფასებულია, როგორც მძიმე. დაბომბვების საპასუხოდ, ირანმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე დარტყმები განახორციელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ოცნების რეჟიმი მოსკოვის მექანიზმით გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს
ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან
რუსეთი უკრაინის ფრონტზე ძალებს აგროვებს: ოკუპანტები გაზაფხულის შეტევისთვის ემზადებიან
ახალგაზრდა კაცს პირადი ცხოვრების ვიდეო და ფოტო გაუვრცელეს, მან თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics