|
2026-02-12 11:20:00, 8337 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილის წარმომადგენელი კირცხალია - დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა ჩვენთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს
„დიფ სთეითმა“, „ქმედითი ნაბიჯების“ გადადგმა გადაწყვიტეს და, არც მეტი, არც ნაკლები, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს. „ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მაშინ მიეცათ უფლება, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შეზღუდვები ინდივიდუალურად დაეწესებინათ, რაც 13-მა სახელმწიფომ გააკეთა კიდეც. დღეს მიღებული გადაწყვეტილება კი ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის სავალდებულოა, შესაბამისად, ერთიანად და ერთნაირად იქნება გამოყენებული. ჩვენი ქვეყნის პირველი პირებისა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ეს მათზე გავლენას ვერ მოახდენდა. იმასთან ერთად, რომ თუკი სასწორზე ქვეყნის ინტერესები და სავიზო რიგში დგომა დევს, ეს უკანასკნელი პრობლემას არ წარმოადგენს, ითქვა ისიც, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და უხეში ფორმით თავის გამოჩენის მცდელობას წააგავს, რადგანაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ასევე აქვთ ჩვეულებრივი პასპორტები, რომლითაც ევროპაში გადაადგილება უვიზოდ შეუძლიათ. აბსურდულობის კიდევ ერთი ნიშანი ის არის, რომ, მაგალითად, თუკი ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის ერთხელ უკვე შეჩერებამ ვერ იქონია გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები რატომ ფიქრობენ, რომ მეორედ ამის გაკეთება ან, მაგალითად, დანიაში იმავე მექანიზმის ამოქმედება გარდამტეხი იქნება? შესაძლოა, ასე არც ფიქრობენ, თუმცა სვლები, რომელთა გაკეთებაც მათ შეუძლიათ, მინიმალური რაოდენობისაა და თან ერთი მეორეზე აბსურდულია. გასულმა წლებმა გვიჩვენა, რომ „დიფ სთეითმა“, რომელმაც მთელი ევროპა უფსკრულის პირას მიიყვანა, საქართველოს ხელისუფლებას ვერაფერი მოუხერხა. დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის შეფასებებიც კმარა, რომ ევროპა ძალიან რთულ ღირებულებით კრიზისშია, უკონტროლო მიგრაციასა და თავს მოხვეულ აბსურდულ იდეოლოგიას ვერ უმკლავდება. სწორედ დასუსტებული ევროპისა და უსიტყვოდ მორჩილი ბიუროკრატების ხელით სურს „დიფ სთეითს“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელება, თუმცა, გონივრული პოლიტიკისა და სწორი მანევრირების პირობებში, ჩვენი ქვეყნის სახელისუფლებო გუნდს გასაღები ვერ მოუძებნა, საბოლოოდ კი ისეთი სულელური სვლების გაკეთების შესაძლებლობა დარჩათ, როგორიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაა. შეგახსენებთ, რომ დიპლომატის რანგის მქონე ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამარტივებულად, უვიზოდ გადაადგილდებიან, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ წესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. გამოდის, რომ „დიფ სთეითმა“ საერთაშორისო ხელშეკრულებები და ელემენტარული ლოგიკა არაფრად ჩააგდო მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიეღო გადაწყვეტილება, რომლის გავლენაც „ქართულ ოცნებაზე“ ნულოვანია. ამაზე სულელური და კომიკური რა უნდა იყოს? ეს ყველაფერი კი ერთადერთ რამეზე მეტყველებს: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წარმატებულად „ითამაშა“, „დიფ სთეითის“ ყველანაირი ხრიკი წინასწარ გათვალა, პრევენციული ქმედებებიც განახორციელა და არსენალში მხოლოდ ისეთი სვლები დაუტოვა, რომლებიც ან უშედეგოა, ან მათივე ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. ამიტომ, მხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირის თემით მანიპულირება გაგრძელდეს, ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ“, – წერს ირაკლი კირცხალია.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)