|
2026-02-04 15:48:06, 509 ნახვა
Reuters: აშშ და ირანი ომანში ხვალ მოლაპარაკებებს გამართავენ
ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ აშშ და ირანი ხვალ ომანში მოლაპარაკებებს გამართავენ. წყაროს ცნობით, შეხვედრაზე აშშ-ს მხრიდან აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ხოლო ირანის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დაესწრებიან. რეგიონული ოფიციალური პირის თქმით, ირანმა მოლაპარაკებების ტრადიციული ლოკაციის შეცვლა თურქეთიდან ომანში მოითხოვა, რათა განხილვები არ გაფართოებულიყო ისეთ თემებზე, როგორიცაა თეირანის ბალისტიკური რაკეტები. ირანმა არაერთხელ განაცხადა, რომ თავის მასშტაბურ ბალისტიკურ პროგრამასთან დაკავშირებით დათმობებს არ აპირებს და ამ თემას მოლაპარაკებების "წითელ ხაზად" მიიჩნევს. რეგიონულმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ირანი თავიდანვე უსვამდა ხაზს იმას, რომ მხოლოდ თავის ბირთვულ პროგრამას განიხილავდა, მაშინ როცა ვაშინგტონს დღის წესრიგში სხვა საკითხების შეტანაც სურდა. ასევე მოსალოდნელი იყო რეგიონის რამდენიმე სხვა ქვეყნის მინისტრების დასწრება, მათ შორის პაკისტანის, საუდის არაბეთის, კატარის, ეგვიპტისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლების, თუმცა რეგიონულმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ თეირანს აშშ-სთან მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვა სურდა. ცნობისთის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები, მათ შორის, ავიამზიდი გაგზავნა.
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)