13:25 - 01 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-31 21:21:31, 321 ნახვა

ომი უკრაინაში
Bloomberg: კრემლი არ ელის გარღვევას უკრაინასთან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან.

კრემლი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში „გარღვევის“ მნიშვნელოვან შანსს ვერ ხედავს, რომლის ახალი რაუნდი 1 თებერვალს აბუ დაბიში არის დაგეგმილი, იუწყება Bloomberg-ი სიტუაციის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს წყაროების ცნობით, სამხედრო დელეგაციები შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის ტექნიკურ დეტალებს აზუსტებენ, თუმცა ტერიტორიული საკითხის გადასაჭრელად უმაღლეს დონეზე პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული.

პუტინი კვლავ დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინამ დონბასის მთელი ტერიტორია ბრძოლის გარეშე დათმოს, მოჰყავს რა „ანკორაჟის ფორმულა“, რომელზეც კრემლის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან შეთანხმდა. მოსკოვი მზადაა, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფრონტის ხაზი გაყინოს. პუტინი ამას დათმობად მიიჩნევს, რადგან თავდაპირველად მან უკრაინის ოთხ რეგიონზე განაცხადა პრეტენზია, იუწყებიან Bloomberg-ის წყაროები.

მოსკოვი აბუ დაბისთან წინა შეხვედრას, რომელიც ხანმოკლე ენერგეტიკული „ზავით“ დასრულდა, კონსტრუქციულად მიიჩნევს, ხაზგასმით აღნიშნავენ სააგენტოს წყაროები. მათი თქმით, სამხედროები მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავენ, თუმცა ისინი განსაკუთრებით ოპტიმისტურად არ არიან განწყობილნი სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივების მიმართ, რადგან ტერიტორიული საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება.

აბუ დაბიში მოლაპარაკებებამდე, კრემლის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი მაიამიში გაფრინდა, სადაც დონალდ ტრამპის მარ-ო-ლაგოს რეზიდენცია მდებარეობს. ევროპელები, რომლებიც ადრე ამტკიცებდნენ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები მათი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო, მაიამიში არ მიუწვევიათ და მოლაპარაკებების პროცესის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია აქვთ, განუცხადა Bloomberg-ს ევროკავშირის დიპლომატმა.

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შემდეგი შეხვედრის წინა დღეს, რომელიც ამჯერად აშშ-ის წარმომადგენლების გარეშე გაიმართება, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმება მიღწეულია. მისი თქმით, ეს მოიცავს საფრანგეთისა და ბრიტანეთის ჯარების განლაგებას ქვეყანაში ამერიკის მხარდაჭერით.

თუმცა, კრემლმა დაუყოვნებლივ უარყო დასავლური გარანტიები. „არავის შეუთანხმებია ეს რუსულ მხარესთან“, - განაცხადა პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა 29 იანვარს. გარანტიები მიზნად ისახავს კიევში „რუსოფობიური რეჟიმის“ შენარჩუნებას და უკრაინის „რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხეების შექმნის პლაცდარმად“ გადაქცევას, განაცხადა იმავე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა ჯერჯერობით არ გამოხატა სურვილი, გადაუხვიოს თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს, აშშ-ის პოლიტიკური კალენდარი შეიძლება კრემლისთვის ფაქტორი გახდეს, აღნიშნავს ბერლინში კარნეგის რუსეთის ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე გაბუევი.

„ომის დასრულებისთვის ტრამპის მიერ შემოთავაზებული პირობები საუკეთესოა, რაც პუტინს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უნახავს“, აღნიშნავს გაბუევი. „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი წინადადებები სამუდამოდ დარჩეს მაგიდაზე. თუ ტრამპი დაკარგავს კონტროლს კონგრესზე (რაც სავარაუდოა), მას შეეძლება ყველაფრის ბორბალში ჩასმა, რისი გაკეთებაც მას სურს“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 1 პირი
ევროპარლამენტის წევრმა ივანიშვილს, კობახიძეს და მის „კომპანიას“ „მოსკოვური ქმნილებები“ უწოდა
პაპუაშვილი: ევროპარლამენტარის გალერის პოსტი არა საქართველოს მთავრობას, არამედ ქვეყნის იმიჯს ამცირებს
ირანში იდუმალი აფეთქებების სერია: რეჟიმი გაზის აფეთქებას შემთხვევითობაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი