|
2026-01-16 10:28:31, 5619 ნახვა
სხვადასხვა
ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია გადასცა
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადასცა, იუწყება Reuters. „ორასი წლის წინ გენერალმა ლაფაიეტმა სიმონ ბოლივარს პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონის გამოსახულებით მედალი გადასცა. მას შემდეგ სიმონ ბოლივარი მას არასდროს განშორებია. ორასი წლის შემდეგ, ბოლივარის მოსახლეობა აშშ-ის პრეზიდენტს, ვაშინგტონის მემკვიდრეს, ნობელის მშვიდობის პრემიის მედალს გადასცემს ჩვენი თავისუფლებისადმი მისი ერთგულების აღიარების ნიშნად“, - განუცხადა მაჩადომ ჟურნალისტებს თეთრ სახლში ტრამპთან შეხვედრის შემდეგ. ტრამპმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს მადლობა გადაუხადა „მშვენიერი ჟესტისთვის“ და მას „შესანიშნავი ქალი“ უწოდა, რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა“. თავის მხრივ, ნობელის კომიტეტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრემიის გამოცხადებისა და მინიჭების შემდეგ, „მისი გაუქმება, გაყოფა ან გადაცემა შეუძლებელია“. „გადაწყვეტილება საბოლოოა და სამუდამოდ ძალაში რჩება“. „მედალი შეიძლება შეიცვალოს მფლობელის მიერ, მაგრამ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ტიტული - არა“, - ხაზგასმით აღნიშნა კომიტეტმა. 2025 წლის ნობელის მშვიდობის პრემია მაჩადოს მიენიჭა „ვენესუელას ხალხის დემოკრატიული უფლებების ხელშეწყობისადმი დაუღალავი შრომისთვის“. ნომინანტებს შორის იყო ტრამპი, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ჯილდოს იმსახურებს სამშვიდობო ძალისხმევისთვის. იანვრის დასაწყისში მაჩადომ გამოაცხადა, რომ ნობელის პრემია ტრამპისთვის გადაეცა და მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ინვესტიციების დაცვის სფეროებში. 3 იანვრის ღამეს აშშ-ის ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე კარაკასში, მათ რეზიდენციაში დააკავეს და შემდეგ ნიუ-იორკში გადაიყვანეს „ნარკოტერორიზმის“ ბრალდებით გასამართლებლად. შემდგომში ტრამპმა განაცხადა, რომ არ უჭერდა მხარს მაჩადოს ხელისუფლების ხელში ჩაგდების განზრახვას და ამტკიცებდა, რომ მისთვის ვენესუელას ხელმძღვანელობა გაუჭირდებოდა, რადგან მას სახალხო მხარდაჭერა არ ჰქონდა. როგორც Washington Post იტყობინება, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა უარი თქვა მაჩადოს მხარდაჭერაზე, ნაწილობრივ მისი ნობელის მშვიდობის პრემიის გამო. ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი სახელმწიფოს მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)