14:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-12 20:12:11, 7039 ნახვა

ლოყააწითლებული დგებუაძე რეჟიმის შს მინისტრმა ახალ თანამდებობაზე დანიშნა

პოლიციელი ირაკლი დგებუაძე, რომელიც მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტია, ამჟამად შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებს.

სამმართველო, რომლის უფროსადაც დგებუაძე მუშაობს, იძიებს და ებრძვის არა კერძო პირებს შორის მომხდარ კონფლიქტებს და უკანონობებს, არამედ სისტემურ დანაშაულს, რომელსაც აქვს სტრუქტურა, ფინანსური რესურსი და დანაშაულებრივი მიზანი. მათ შორის:

  • ქურდულ სამყაროსთან და “კანონიერ ქურდებთან” ბრძოლა
  • ტრეფიკინგთან ბრძოლა
  • კიბერდანაშაულთან ბრძოლა
  • მიმალვაში მყოფი პირების გამოვლენა და ა.შ.

ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად ცნობილი პირია „მზია ამაღლობელის საქმეში“ – ბათუმის პოლიციის იმდროინდელი უფროსის თქმით, სილის გაწვნის შედეგად მას ლოყა გაუწითლდა და ტკივილი განიცადა. „ბათუმელების“ მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების დროს ირაკლი დგებუაძე აგინებს და ემუქრება.

მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, ასევე არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. პოლიციის უფროსის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა პროკურატურამ არ გამოიძია.

ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა 2025 წლის სექტემბერში დატოვა. ბათუმიდან წასული დგებუაძე თავდაპირველად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე დანიშნეს, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ თანამდებობაზე ცოტა ხნით იმუშავა და მალევე გახდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics