07:46 - 07 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-09 16:09:15, 532 ნახვა

მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციის დასრულების ვადა ისევ გადაიდო

მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციის დასრულების ვადა კიდევ 3 თვით, 31 მარტამე გადაიდო.

ინფორმაცია და თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორ ბადა ქონსტრაქშენს შორის გაფორმებული შეთანხმება შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე 2025 წლის 30 დეკემბერს აიტვირთა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა 2025 წლის 5 სექტემბერს დაწყებული ზედა ვესტიბიულის კვლევა-პროექტირების სამუშაოები, რაც აჭიანურებს რეაბილიტაციის დასრულების პროცესს.

მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაცია 15 მილიონ ლარზე მეტი ჯდება.

თავდაპირველად, კომპანიას, რომელიც სამუშაოებს ატარებს, რეაბილიტაციის დასასრულებლად 18-თვიანი ვადა ჰქონდა, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ, ის კვლავ 18 თვით გაახანგრძლივეს. ამჟამად, მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულება კვლავ გახანგრძლივდა. 

მეტროსადგურში ჩასატარებელი სამუშაოები სამუშაოები ითვალისწინებს ბაქნის და ესკალატორების გვირაბის, აზბესტის ჭერის დემონტაჟს, ჭერის, ე.წ. დამცავი ქოლგის მოწყობას, ინტერიერის სრულ განახლებას, ესკალატორების ბალუსტრადების განახლებას, განათებისა და შიდა სავენტილაციო სისტემის განახლებას, ბაქნის იატაკის შეცვლასა და სადგურის სამეურნეო ოთახების კეთილმოწყობას. 

2025 წლის ივნისში მეტროსადგური 45 დღის განმავლობაში დაკეტილიც იყო. გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე კახა კალაძემ თქვა, რომ მეტროსადგურში სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდებოდა. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2014 წლის შემდეგ პირველად, რუსები პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საკუთარი დროშით გამოვიდნენ
ჟურნალისტებს, რომლებიც აქციას აშუქებდნენ, რეჟიმის შსს გზის გადაკეტვას ედავება
ფიშერი - სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმე აქამდე მიიყვანა
შვედეთის საგარეო - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს თავისი ავტორიტარული კურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი