|
2016-03-28 15:14:44, 945 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი „მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორს შეხვდა
„მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი საქართველოს თავდაცვის უწყებას ეწვია. სტიუარტ ტეილორი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი დაესწრნენ. მხარეებმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი სამომავლო პროექტები განიხილეს. აღნიშნული პროექტები ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში შესრულდება. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თინა ხიდაშელის განცხადებით, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მზრუნველობა ერთიანი სისტემის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. ამ მიზნით, გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, შეიქმნას „დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი“. ფონდის ფორმირება უკვე დაწყებულია, მმართველ საბჭოში ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტები იქნებიან, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში აღნიშნულ მიმართულებებს ხელმძღვანელობენ. „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროშია. ეს ადამიანები სამხედრო მოსამსახურეები არიან და მიუხედავად მძიმე ჭრილობებისა, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სამხედრო ფორმაში სრულფასოვნად ემსახურონ საკუთარ ქვეყანას. ამ პროექტების მიზანიც, სწორედ, ეს არის - ერთი მხრივ, ამ ადამიანების ოჯახებს ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სოციალურ უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება და, მეორე მხრივ, გავუჩინოთ მათ შესაძლებლობა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, მათ შორის საბრძოლო, დანარჩენ შეიარაღებულ ძალებს მოახმარონ”, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უკვე მოქმედებს „დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტი“, რომელიც აღნიშნული მიმართულების მენეჯმენტს ახორციელებს. სამხედრო მოსამსახურეების ზრუნვის ფარგლების გაფართოებისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან აწარმოებს. „ამ ინიციატივის ფარგლებში პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრი პროექტი იგეგმება. ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს დიდი გამოცდილება აქვთ დაჭრილ მეომრებზე მზრუნველობის თვალსაზრისით. ეს გამოცდილება საქართველოში მაქსიმალურად და სრულფასოვნად უნდა გადმოვიტანოთ. დიდი იმედი მაქვს, გასულ კვირას მთავრობის მიერ სპეციალური ფონდის დაფუძნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოტივაციას გაუჩენს საქართველოს, ქართულ ბიზნესს, საქართველოში მოღვაწე კეთილი ნების ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გაცნობიერებული, რომ მათი სამხედრო მოსამსახურეები, რეალურადაც, „მათი სამხედრო მოსამსახურეები“ არიან. ისინი ამ ქვეყნის მზრუნველობის საგანი და ობიექტი უნდა იყვნენ. მეორე მხრივ, აღნიშნული ინიციატივა აჩენს ინსტრუმენტს, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უფრო ეფექტიანად და სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები დახმარების შესახებ”, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)