|
2015-02-18 14:25:05, 623 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია პროექტის "მწვანე ყუთი" განხორციელებას იწყებს
თბილისის მერია პროექტის "მწვანე ყუთი" განხორციელებას იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს მიიღეს. პროექტის მიხედვით ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში და გამგეობებში სპეციალური ადგილები გამოიყოფა და შესაბამისი კონტეინერები განთავსდება, სადაც ქაღალდის ნარჩენები მოგროვდება. როგორც მერიაში აცხადებენ, შეგროვებული მაკულატურის ღირებულების დადგენას და აუქციონის ფორმით განკარგვას თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს. მაკულატურის აუქციონზე გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გამწვანებითი სამუშაოების უზრუნველყოფას, ხეების დარგვას და მათ მოვლა-პატრონობას მოხმარდება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ნარჩენების რაციონალურად მართვასა და გარემოს დაცვითი საკითხების რეგულირებას დედაქალაქის ტერიტორიაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)