2016-03-28 13:36:38, 387 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: „რესპუბლიკელები“ კოალიციიდან გასვლაზე არ მსჯელობენ
„რესპუბლიკელები“ არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო, თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„რესპუბლიკელები არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას. საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან