08:08 - 05 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-29 10:31:32, 3098 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 150 000-ს გადააჭარბა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსული არმიის დადასტურებული დანაკარგების რაოდენობამ 152 142-ს მიაღწია. ამ მონაცემებს BBC-ის რუსული სამსახური და Mediazona ღია წყაროების მონიტორინგზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ყველაზე მაღალი დაღუპულთა რიცხვი ბაშკორტოსტანში (7 643), თათარსტანში (6 599) და სვერდლოვსკის რეგიონში (5 386) დაფიქსირდა. შედარებისთვის, მოსკოვიდან, რომლის მოსახლეობაც 13 მილიონს აღემატება, 4 520 სამხედრო მოსამსახურეა, ხოლო ჩეჩნეთიდან - 372. სტატისტიკაში მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებია შეტანილი. ე.წ. „დპრ“-სა და „ლპრ“-ს მაცხოვრებლებს შორის დაღუპულები არ შედიან.

დაღუპულთა აბსოლუტური უმრავლესობა - 67% - 100 000-ზე ნაკლები მოსახლეობით სოფლებიდან, დაბებიდან და პატარა ქალაქებიდან იყო, თუმცა 2021 წლის აღწერის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები ამ რეგიონებში ცხოვრობს. დემოგრაფი ალექსეი რაკშა ამას ეკონომიკურ ფაქტორებს მიაწერს. ის თვლის, რომ დეპრესიულ რეგიონებში სამხედრო სამსახური სტაბილური შემოსავლის ერთ-ერთ მცირერიცხოვან წყაროდ იქცევა.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომისტი ალექსეი ზახაროვი აღნიშნავს, რომ დანაკარგების დონის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი მუნიციპალური ბიუჯეტების ფედერალურ სუბსიდიებზე დამოკიდებულებაა. „რაც უფრო დიდია საჯარო სექტორის წილი მოცემული მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში, მით უფრო მეტია ომში წასული და დაღუპული ადამიანების რიცხვი“, - განმარტა მან.

ივნისის შუა რიცხვებში ბრიტანულმა დაზვერვამ რუსეთის მთლიანი დანაკარგები (დაღუპულები და დაჭრილები) დაახლოებით ერთ მილიონად შეაფასა, რომელთაგან 250 000-მდე შეიძლებოდა დაღუპულიყო. ლონდონმა შეუქცევადი დანაკარგები (დაღუპულები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები და მძიმედ დაჭრილები, რომლებიც სამსახურში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ) 400 000-500 000-ად შეაფასა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 2025 წელს დანაკარგების მკვეთრ ზრდაზე ისაუბრა: მისი თქმით, რუსეთმა წლის პირველ ექვს თვეში დაახლოებით 100 000 ადამიანი დაკარგა. აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ მისი მონაცემებით, რუსეთმა 2025 წლის დასაწყისიდან 112 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგა, ხოლო უკრაინამ დაახლოებით 8 000.

The Economist-ის ანალიზის დასკვნით, მხოლოდ 2025 წლის 1 მაისიდან 9 ივლისამდე რუსეთს დაახლოებით 31 000 ადამიანი შეეძლო დაეკარგა, მაშინ როცა მთელი ომის განმავლობაში მისი საერთო დანაკარგები 900 000-დან 1.3 მილიონამდეა, მათ შორის 190 000-დან 350 000-მდე გამოუსწორებელი დანაკარგი. ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი (CSIS) ასევე მსგავს შეფასებებს იძლევა: მისი გათვლებით, რუსეთის დანაკარგები დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანია, რომელთაგან 250 000 დაიღუპა, ხოლო კიდევ 400 000 მძიმედ დაიჭრა, რამაც ინვალიდობა გამოიწვია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გაყინული აქტივების კონფისკაციის შემთხვევაში, რუსეთისგან პირადი მუქარა მიიღო
ევროკავშირის ლიდერებმა ზელენსკი გააფრთხილეს ტრამპის მიერ ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხში ღალატის შესახებ
რამდენიმე ქვეყანამ 2026 წლის ევროვიზიას ბოიკოტი გამოუცხადა ისრაელის მონაწილეობის გამო
Reuters:ჩინეთი რეგიონში სამხედრო გემებს აჯგუფებს საზღვაო ძალების შოუს ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი