|
2025-11-24 10:11:42, 47568 ნახვა
Lifestyle
ფრიდა კალომ რეკორდი მოხსნა: მისი ნახატი „სიზმარი (საწოლი)“ 47.35 მილიონ ევროდ გაიყიდა
ნიუ-იორკის აუქციონის სახლი „სოთბი“ ნახატს სახელწოდებით, „სიზმარი (საწოლი)“ ფრიდა კალოს მხატვრულ შემოქმედებაში ერთ-ერთ „ყველაზე ამაღელვებელ“ და „შთამბეჭდავ“ ნამუშევრად მიიჩნევს. „სოთბის“ ექსპერტებმა ეს ნახატი 40-დან 60 მილიონ დოლარამდე შეაფასეს, რაც 34.7-დან და 52 მილიონამდე ევროს შეესაბამება. ავტოპორტრეტი ფრიდამ 1940 წელს, თავისი ცხოვრების ყველაზე ტურბულენტურ პერიოდში დახატა. იმ წელს მისი ჯანმრთელობა პოლიომიელიტისა და 1925 წელს მომხდარი ავტობუსის ავარიის შედეგად გამოწვეული გართულებების გამო გაუარესდა. ნახატში „სიზმარი (საწოლი)“ მექსიკელი ხელოვანი საკუთარ თავს ხის საწოლში მძინარეს გამოსახავს. მას ვაზისა და ფოთლების მოტივებით მოქარგული ოქროსფერი საბანი ახურავს. საწოლის თავზე დინამიტის ზონრებით შეკრული ჩონჩხი წევს, რომელსაც ხელში ყვავილების თაიგული უჭირავს და ბალიშებზე უდევს თავი. ნახატი მეხიკოს ერთ-ერთი კერძო კოლექციიდანაა და 74x98 სმ ზომის ტილოზე ზეთით არის შესრულებული. კალო, რომელიც 1954 წელს გარდაიცვალა, აუქციონის რეკორდებში ქალ-მხატვრებს შორის მეორე ადგილს უკვე იკავებდა. 1949 წელს შესრულებული ავტოპორტრეტი ქმართან, მხატვარ დიეგო რივერასთან ერთად, სახელწოდებით „Diego y yo“ („დიეგო და მე“), 2021 წელს 34.9 მილიონ დოლარად (30 მილიონი ევრო) გაიყიდა. მიმდინარე წლის 20 ნოემბრამდე, ქალის მიერ შესრულებულ ნახატში გადახდილი ყველაზე მაღალი თანხის რეკორდი ამერიკელ ჯორჯია ო'კიფს და მის ნამუშევარს „Jimson Weed/White Flower No.“ ეკუთვნოდა. 2014 წელს ის 44 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც 38.1 მილიონ ევროს შეესაბამება. საერთოდ კი, ყველაზე მაღალი ფასად გაყიდვის რეკორდი ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარს სახელწოდებით, „სალვატორ მუნდი“, იგივე „მსოფლიოს მხსნელი“, რომელიც 2017 წელს „კრისტის“ აუქციონზე 450.3 მილიონ დოლარად (390.5 მილიონი ევრო) გაიყიდა.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)