|
2025-11-18 10:32:13, 2896 ნახვა
ოლიგარქი ივანიშვილი ქართველებს ხმის მიცემის უფლებას ართმევს, რისი ეშინია რეჟიმს
ივანიშვილის რეჟიმმა საკანონმდებლო ცვლილება დააანონსა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც, ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ემიგრანტებს, რომელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ საქართველოში ჩამოვლენ. მათთვის საარჩევნო უბნები უცხოეთში აღარ გაიხსნება, რადგან რეჟიმის აზრით, “ღია და უხეშია” ამომრჩეველზე ზეწოლა უცხოეთიდან. ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ “ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას”. “სამართლიანი არჩევნების” (ISFD) ყოფილი ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ. როგორც ნინო დოლიძემ განაცხადა, “ქართული ოცნების“ მიზანია, რომ ემიგრანტებმა აღარ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან მათი მხარდაჭერა არ არის “ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. “ჩვენ ვხედავთ უკან გადადგმულ ნაბიჯს სამართლებრივად და პოლიტიკურად. ეს ფაქტობრივად არის მათი[ემიგრანტების] გარიყვა. სახელმწიფო პირიქით, მათი ინტეგრაციისკენ უნდა დგამდეს ნაბიჯებს. მე მგონია, რომ ეს ორი მიზნითაა განპირობებული, ერთი ის, რომ ფაქტობრივად დასაჯეს ემიგრანტები იმიტომ რომ ჩვენ თუ გადავხედავთ სტატისტიკას, 2012 წლის შემდეგ “ქართულ ოცნებას“ ემიგრაციაში არ მოუგია. განსაკუთრებით დაბალი იყო გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, 13% იყო ემიგრანტების მხრიდან “ქართული ოცნების“ მხარდაჭერა. მეორე მიზეზი არის ის, რომ ეს ნიშნავს იმას, თუკი მომავალში საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება, გამოირიცხოს ემიგრანტების მონაწილეობა. ფაქტი ერთია, მიზანია, რომ ემიგრანტებმა აღარ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან მათი მხარდაჭერა არ არის “ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. მაგალითად მოლდოვა რომ ავიღოთ, ჩვენ ვიცით, რომ ემიგრაციის მონაწილეობა არჩევნების შედეგსაც კი განსაზღვრავს. შესაბამისად, “ქართულ ოცნებას“ არ სურს, რომ მსგავსი რამ მოხდეს. ეს არის გარიყვა ქართველი ემიგრანტების. აბსოლუტურად ცინიკური იყო ყველა ის კომენტარი, რომელიც ემიგრანტების ოთხ წელიწადში ერთხელ საქართველოში ჩამოსვლას უკავშირდებოდა. ყველას ჰყავს ოჯახის წევრი ან ნათესავი ემიგრაციაში და ყველამ იცის, მათ არ აქვთ ლეგალური უფლება იქ ცხოვრების და ვერ ჩამოდიან ქვეყანაში.“- აცხადებს დოლიძე. “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორის, თამთა მიქელაძის თმით, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის საარჩევნო ხმის ჩამორთმევა არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მეტწილად ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის არჩევნებიდან გამორიცხვას ემსახურება. “საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის საარჩევნო ხმის ჩამორთმევა არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მეტწილად ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის (ყველა ბოლო არჩევნების შედეგი ამას აჩვენებს) არჩევნებიდან გამორიცხვას ემსახურება და სავარაუდოდ მომავალ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე გათვლილი საარჩევნო მანიპულაციაა, არამედ მას აქვს ძალიან მძიმე უფლებრივი პრობლემებიც. არჩევნებში მონაწილეობა არის არა პრივილეგია, არამედ მოქალაქეობიდან გამომდინარე ფუნდამენტური უფლება. რომელიმე ჯგუფისთვის ამ უფლების აბსოლუტური და ზოგადი ჩამორთმევა ხელისუფლების „დამაჯერებელი“, „გონივრული“ და „პროპორციული“ ახსნით უნდა იყოს გამართლებული. დამაჯერებელი არგუმენტები, თუ რატომ შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს ეს უფლება ჩამოერთვათ ახლა, მაშინ როცა ათწლეულებია ისინი ამ უფლებით სარგებლობდნენ, “ქართულმა ოცნებამ” ვერ წარმოადგინა. არგუმენტი “გარე ჩარევის” შესახებ ტყუილია. საზღვარგარეთ არჩევნებს ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები ატარებენ, პროცესი მათო სრული კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს და ამდენი წლის განმავლობაში გარე ჩარევის შესახებ არც ერთი ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამიტომაც როცა ასეთი ახსნა და არგუმენტები საერთოდაც არ არსებობს, ადამიანებისთვის უფლებების ფართომასშტაბიანი ჩამორთმევა მიიჩნევა თვითნებურად და ის მკაფიოდ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დოქტრინას, რომ უფლებებში ჩარევამ არ უნდა დააზიანოს დემოკრატიის არსი. დემოკრატიის თეორიებში ეს მიიჩნევა selective disenfranchisement-ად, ანუ შერჩეული ჯგუფებისთვის უფლებებისა და პოლიტიკური ძალაუფლების განზრახ ჩამორთმევად, ელიტების პოლიტიკური სარგებლისთვის. უფრო მეტიც, როცა სახელმწიფო თავისი მოქალაქეების დიდ ნაწილს პოლიტიკური სხეულიდან გამოდევნის, იქმნება ფენომენი, რომელსაც კვლევებში „დემოსის შემცირება“ ეწოდება ანუ მმართველი ელიტების მიერ ზემოდან „ხალხის“ ხელოვნურად ხელახალი განსაზღვრა, რაც ავტორიტარიზმის კლასიკური მექანიზმია. ანუ მოქალაქეები, რომლებიც ამ სახელმწიფოს უსამართლობამ და ბოროტებამ აიძულა დაეტოვებინათ ქვეყანა და რომლებიც უმძიმესი შრომის, დაშორებისა და განცალკევების მელანქოლიის რეალობაში ცხოვრობენ და ამ ქვეყნის მომავალს ბევრს წირავენ ეკონომიკურად, ახლა ამავე სახელმწიფოსთვის უკვე მოქალაქეებადაც აღარ მიიჩნევიან. არა ერთი კვლევით დასტურდება, რომ მიგრაცია არ აუქმებს პოლიტიკური კავშირის ხარისხს სახელმწიფოსთან და სამშობლოსთან. პირიქით, დიასპორა ხშირად რჩება ეკონომიკურად, ემოციურად და სოციალური ქსელებით ერთ-ერთ ყველაზე ჩართულ ჯგუფად. ამას ჩვენს რეალობაშიც ვხედავთ: ჩვენი ემიგრანტები ინარჩუნებენ ოჯახურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ კავშირებს, აგზავნიან ფულად გზავნილებს, ეხმარებიან ოჯახებს და ხშირად უფრო მზარდ პოლიტიკურ ინტერესს გამოხატავენ, ვიდრე ქვეყნის შიგნით მცხოვრები მოქალაქეები. არ დაგვავიწყეს ისიც, რომ ემიგრაციას ჩვენთან მკვეთრად გამოხატული გენდერული ასპექტი აქვს და ის ყველაზე მეტად სწორედ ქალებს ეხება. ძალიან სევდიანია და მძიმე ამის გააზრება, რომ ყველაზე მშრომელ, თავდადებულ და მედეგ მოქალაქეებს საკუთარი სამშობლო პოლიტიკურად უარყოფს და აძევებს ჩვენს თვალ წინ. საინტერესოა “ქართული ოცნების” მხარდამჭერები საკუთარი ცოლებისთვის, დედებისთვის, დებისთვის საარჩევნო უფლების და საბოლოოდ, პოლიტიკური მოქალაქეობის ჩამორთმევას, როგორ მიიღებენ. 2010 წელთან შედარებით 2024 წელს უცხოეთიდან საქართველოს რეზიდენტებისთვის განხორციელებული პირადი გადარიცხვები თითქმის ოთხჯერ გაიზარდა და 3.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ლარის კურსის მიხედვით ეს დაახლოებით ₾8.6–₾9 მილიარდია, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის მეოთხედს უტოლდება. ანუ ემიგრაციაში მყოფი 300 ათასი ადამიანიდან თითოეული საშუალოდ წელიწადში 10 000 დოლარს აგზავნის უკან საქართველოში. ეს უკვე უბრალო სოციალური ფაქტი არ არის, ეს არის მთელი ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურის უმნიშვნელოვანესი საყრდენი. საქართველოს რეზიდენტებისთვის განხორციელებული ფულადი გზავნილების წილი მშპ-ში ბოლო წლებში მუდმივად იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ მშპ თავადაც წლიურად დაახლოებით 10%-ით მატულობს. თუ 2016 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10% იყო, 2023 წლისთვის უკვე 14%-ს მიაღწია. ეს მონაცემი გაცილებით მაღალია, ვიდრე მაგალითად, მოლდოვაში და ბოსნია-ჰერცეგოვინაში (12% და 10%), ან ალბანეთში, სერბეთსა და სომხეთში (9%, 8% და 6%). ამ ქვეყნებში გადარიცხვების წილი მშპ-ში მცირდება, საქართველოში კი პირიქით, იზრდება. ემიგრაციის წილი ქვეყნის ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობაში აბსოლუტურად თვალსაჩინოა. ფაქტობრივად, სწორედ დიასპორა ინარჩუნებს იმ სოციალურ ბალანსს, რომლის გარეშეც ქვეყნის ეკონომიკა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. თუ მოქალაქეობის იდეას ეკონომიკური თეორიის პერსპექტივიდან შევხედავთ, ეს ადამიანები არიან ქვეყნის ეკონომიკური სისტემის ყველაზე დიდი „დონორები“, მისი რეალური სტაბილიზატორები. ისინი ქმნიან ეროვნული შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც არა მხოლოდ ოჯახებს, არამედ მთლიანად ეკონომიკურ გარემოს აცოცხლებს. და სწორედ ამ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ გადარჩენას საკუთარ შრომაზე აგებენ, ხელისუფლება პოლიტიკურ მონაწილეობას უკრძალავს. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რასაც ღიად შეიძლება ეწოდოს ეკონომიკური ექსპლუატაცია და პოლიტიკური ჩაგვრა.”
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გაყინული აქტივების კონფისკაციის შემთხვევაში, რუსეთისგან პირადი მუქარა მიიღო
ევროკავშირის ლიდერებმა ზელენსკი გააფრთხილეს ტრამპის მიერ ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხში ღალატის შესახებ
რამდენიმე ქვეყანამ 2026 წლის ევროვიზიას ბოიკოტი გამოუცხადა ისრაელის მონაწილეობის გამო
Reuters:ჩინეთი რეგიონში სამხედრო გემებს აჯგუფებს საზღვაო ძალების შოუს ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
უხეშობა, დოკუმენტების დაგვიანება, - აზერბაიჯანი ქართველ მებაჟეებს ტრანზიტის დაბლოკვაში ადანაშაულებს
საქართველოს პოლიციამ საპროტესტო აქციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი კამიტი გამოიყენა - BBC-ის გამოძიება
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში
უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)