|
2016-03-25 13:43:08, 1332 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი 2010 წლამდე სახელმწიფოსგან შეძენილი მიწისა და ქონების დაკანონებაზე განმარტებას აკეთებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2010 წლის 21 ივნისამდე სახელმწიფოსგან შეძენილი ქონების დაკანონებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც თანხები დაგვიანებით, ან სრულად არ იყო გადახდილი: „ორი პრინციპით ავირჩიეთ, ერთია სასოფლო სამეუნეო დანიშნულების მიწებზე, თუ იყო 50% ან მეტი გადახდილი, ამ შემთხვევაში ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, დაასრულონ პრივატიზების პროცესი და შესაბამისად, მიიღონ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და არის მეორე პრინციპი, თუ ეს არის არასასოფლო სამეორნეო დანიშნულების მიმართულება, ამ შემთვევაში უნდა ქონდეთ გადახდილი 80% ან მეტი, და ჩვენ მათ მივცემთ ასევე პრივატიზების დასრულების უფლებას. ასევე ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც სრულად არის თანხა გადახდილი, თუმცა, ვადის დაგვიანებით. შესაბამისად, ასეთი შემთხვევა დღეს ჩვენ რაც გვაქვს აღწერილი, აღემატება 150-ს, თუმცა, ანალიზის მიხედვით, სადღაც 350 შემთხვევაზე გავალთ და ამ ადამიანებს მოვუწესრიგებთ მათი საკუთრების უფლებას და შესაძლებლობას მივცემთ, რომ ნორმალურად განკარგონ თავიანთი საკუთრება. ამისათვის მათ განაცხადით უნდა მოგვმართონ ეკონომიკის სამინისტროს, კერძოდ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაუდასტურებს მათ საკტრების მოწმობას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)