|
2025-11-13 10:09:49, 6657 ნახვა
TXN Energy (ყოფილი “ფრონტერა”) ლობირებს აშშ-ში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ზომების გაუქმებას.
ბრიტანულმა გამოცემამ Reporter London-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვით ამერიკული ნავთობკომპანია TXN Energy (ყოფილი “ფრონტერა”) ლობირებს აშშ-ში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ზომების გაუქმებას. როგორც ჟურნალისტი თომას როული წერს, კომპანია ამ პოზიციით “ფაქტობრივად” იცავს ოცნების რეჟიმს, რომელიც დასავლურ ინსტიტუტებს ემიჯნება და რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებს ამყარებს. სტატიაში მოყვანილია ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის კომენტარი, სადა ის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე საუბრობს. “ბატონ ნიკანდროსი რეალურად იცავს მათ, ვინც გაანადგურა საქართველოს დემოკრატია და შექმნა ისეთი ბიზნესგარემო, სადაც მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულებს შეუძლიათ წარმატება. ნიკანდროსის ლობირება ვაშინგტონში აშკარად ეხმარება ოცნების მთავრობას, რომელიც დღეს პრორუსულია და პრო-ჩინური. ასეთი რეჟიმის მხარდაჭერა არ შეიძლება ემთხვეოდეს ამერიკულ ინტერესებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს.” – აცხადებს გიგაური. სტატიაში ნათქვამია, რომ სტივ ნიკანდროსმა, რომელმაც საქართველოში ნავთობისა და გაზის ბიზნესით 1997 წლიდან არის დაკავებული, სექტემბერში რესპუბლიკელ კონგრესმენებს წერილით მიმართა და მოუწოდა, არ დაეჭირათ მხარი კანონპროექტისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის დიპლომატიური აღიარების გაუქმებას ითვალისწინებს. Reporter London-ი წერს, რომ ნიკანდროსის წერილში ნახსენებია საქართველოში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის განახლების გეგმაც — კერძოდ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლოა მიუთითებდეს კომპანიის დაბრუნებაზე, წლების განმავლობაში მიმდინარე სამართლებრივი დავების შემდეგ. “ფრონტერა“ ამერიკული ნავთობ–გაზის კომპანიაა, რომელიც 1997 წლიდან მუშაობდა საქართველოში, ძირითადად კახეთის რეგიონში მდებარე საბადოებზე. 2017 წელს საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი გაუწყვიტა კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. “ფრონტერამ” დავა საერთაშორისო არბიტრაჟში გადაიტანა, თუმცა 2020 წელს სასამართლომ საქართველოს მხარე გაამართლა და დაადგინა, რომ კომპანიას არ ჰქონდა დამადასტურებელი მტკიცებულება ნავთობისა და გაზის რესურსების შესახებ. მას შემდეგ “ფრონტერამ” საქმიანობა პრაქტიკულად შეწყვიტა. გამოცემა Reuters-ის ცნობით, საქართველოში ბიზნესინტერესების მქონე ამერიკელმა ბიზნესმენმა სტივ ნიკანდროსმა ბოლო კვირების განმავლობაში პირადად მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს, რომ არ დაემტკიცებინათ კანონპროექტი (საუბარია MEGOBARI Act-ზე – რედ.), რომელიც ზეწოლას მოახდენდა ივანიშვილის მთავრობაზე. გამოცემის ცნობით, საქართველოს ანტიდასავლური მთავრობის სასარგებლოდ ლობირების ფაქტმა კონგრესის მაღალი თანამდებობის მქონე რესპუბლიკელი წევრი, ჯო უილსონი გააღიზიანა. აღსანიშნავია, რომ Open Secrets მონაცემებით, ნიკანდროსს რესპუბლიკელ კანონმდებლებისთვის და მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კომიტეტებსა და სტრუქტურებისთვის 200 000 დოლარზე მეტი აქვს შეწირული.
ჯაფარიძე - რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს
რომის პაპმა სატელეფონო საუბრისას პუტინს მოუწოდა შეწყვიტოს ცეცხლი
ზელენსკიმ განმარტა, თუ რა შესთავაზა აშშ-ს და რატომ გადაწყვიტა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განახლება
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი - ტერიტორიული პრეტენზიების "რელიგიური ლოზუნგებით შეფუთვის მცდელობები" რეალობას ვერ შეცვლის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)