|
2025-09-08 13:27:47, 29638 ნახვა
სპორტი
ევრობასკეტის მეოთხედფინალში გასვლისთვის ნაკრებს ბიუჯეტიდან ₾3 მილიონი გამოუყვეს
ევრობასკეტის მეოთხედფინალში გასვლისთვის ნაკრებს საქართველოს ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოუყვეს, ხოლო ჩემპიონატზე ყოველი მომდევნო გამარჯვებისათვის სამ-სამ მილიონ ლარს დაჰპირდნენ. ეს გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა ირაკლი კობახიძემ. 8 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მან განაცხადა: „გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს ისტორიული შედეგი, გვინდა ეს შედეგი აღვნიშნოთ შესაბამისი ფულადი პრემიითაც“. გუშინ, 7 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშის 80:70. ამ გამარჯვებით ნაკრებმა პირველად მოახერხა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა. „ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და უკვე ყოველი შემდეგი მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე ასევე დავაწესებთ სამ მილიონ ლარს“, - თქვა კობახიძემ. მომდევნო მატჩი ჩატარდება 10 სექტემბერს ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ. 2024 წლის აპრილში, როდესაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ნაკრებს 30 მილიონ ლარს დაჰპირდა ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში. 4 ივლისს ეროვნულმა ნაკრებმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნავად, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო, რაც, მათივე თქმით, ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი "ქართუ" ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონ ლარს ჰპირდებოდა. საქართველო მერვედფინალიდან გამოეთიშა ჩემპიონატს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)