|
2016-03-22 18:32:40, 1368 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ალადაშვილი: არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს არ გააჩნია ძალა, ტერაქტების აბსოლუტური აღკვეთა მოახდინოს
სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, დღეის მდგომარეობით, არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს არ შესწევს ძალა, ტერორისტული აქტები სრულად აღკვეთოს. როგორც ალადაშვილმა "ექსპრესნიუსს" ბელგიაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა, ვინაიდან ტერორისტების მხრიდან დარტყმები მოულოდნელად, მოულოდნელი მიმართულებით ხორციელდება, ამ საფრთხისგან დაცული თვით ყველაზე საუკეთესო სპეცსსამსახურების მქონე ქვეყანაც კი არაა: "დღეს არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს არ გააჩნია იმის ძალა, რომ მოახდინოს აბსოლუტური აღკვეთა ტერორისტული აქტების, რადგან ტერორისტული აქტები ხორციელდება სხვა პრინციპით, ანუ იმ გაგებით, რომ ეს არ არის ფრონტის ხაზი, სადაც ჩანს მოწინააღმდეგე, ეს არის ე.წ. პარტიზანული შიდა ბრძოლა, როდესაც ტერორისტები დარტყმას აყენებენ იმ მხრიდან, იმ მიმართულებით, რაც არის მეტნაკლებად მოულოდნელი ხელისუფლებისთვის. იგივე ვრცელდება საქართველოზეც. მე არ მინდა, რომ ის რა ტრაგედიაც ამ ეტაპზე ევროპაში ხდება, საქართველოსთან დაკავშირებით გადმოვიტანოთ.საფრთხეები ყოველთვის არსებობს. დაცული არავინ არ არის, თვით ყველაზე საუკეთესო სპეცცსამსახურების მქონე ქვეყანა, დაახლოებით, შეიძლება იყოს ეს იგივე აშშ, იგივე რუსეთი მეტნაკლებად, ან სხვა, არც ერთი არ არის დაცული, რადგან ეს დარტყმა ხორციელდება მოულოდნელად და მოულოდნელი მიმართულებით", - განუცხადა ირაკლი ალადაშვილმა "ექსპრესნიუსს". ცნობისთვის, დღეს ბელგიაში რამდენიმე ადგილას ტერორისტული აქტი განხორციელდა, რის შედეგადაც საერთო ჯამში, ბოლო ინფორმაციით, 34 ადამიანია დაღუპული.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)