17:56 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-30 13:09:08, 2159 ნახვა

კომენტარი
მანჯგალაძე - მივიდეთ 13 სექტემბერს, დავიცვათ ევროპული გზა, უვიზო მიმოსვლა.მივიდეთ 4 ოქტომბერს, დავიცვათ საქართველო

" მივიდეთ 13 სექტემბერს, დავიცვათ ევროპული გზა, უვიზო მიმოსვლა.მივიდეთ 4 ოქტომბერს, დავიცვათ საქართველო." - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებელის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

"რატომ ცდილობს რეჟიმი 13 სექტემბრის მშვიდობიანი აქციისგან დახატოს აპოკალიფსი? საზოგადოება დღეს უკვე საკმარისად დაბრძენდა, რომ თვითონ განსაზღვროს რისთვის სჭირდება რეჟიმს ისტერიული პროპაგანდა აქციის წინააღმდეგ, რომელიც ითხოვს მხოლოდ ერთს, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დაცვას?

ამას აქვს ორი მიზეზი: დააფრთხოს ხალხი, რომ 13-ში არ მოვიდნენ ვითომ „არეულობაა მოსალოდნელი". გააჩინოს იმედგაცრუება 4 ოქტომბრისთვის, როცა 13-ში, როგორც თავად ამბობენ, არანაირი არეულობა არ მოხდება, ისინი თავადვე იტყვიან,„ხედავთ? არაფერი გამოუვიდათ, ისევ ისეირნეს."

ეს არის სცენარი, რომელსაც რეჟიმი წერს მაგრამ ისტორიას ხალხი წერს და არა პროპაგანდისტები.არ ავყვეთ შიშს. არ დავთმოთ ჩვენი მომავალი. მივიდეთ 13 სექტემბერს, დავიცვათ ევროპული გზა, უვიზო მიმოსვლა. მივიდეთ 4 ოქტომბერს, დავიცვათ საქართველო." - პაატა მანჯგალაძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics