|
2025-08-22 12:26:27, 30909 ნახვა
კულტურა
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
თიბისი კონცეპტის გალერეა 1 სექტემბრიდან წარმოგიდგენთ გამოფენას „რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“. გამოფენა ორ ნაწილად იყოფა: პირველ სართულზე წარმოდგენილია გრაფიკული ნამუშევრები. რუსუდან ხიზანიშვილი ფერადოვანი დეტალებით დატვირთული ტილოებით არის ცნობილი, ხოლო მისი შავ-თეთრი, ფანქრით შესრულებული ნამუშევრები პირველად იფინება ცალკე ექსპოზიციის სახით. მეორე სართულის საგამოფენო სივრცეში 6 ფერწერული ტილოა გამოფენილი. რა არის ხიზანიშვილის გრაფიკული ნამუშევრების თემა? ეს ნახატები, ერთი შეხედვით, ზღაპრის ილუსტრაციებს ჰგავს, მაგრამ აქ ზღაპრის, მითის ან პერსონაჟის ამოცნობა ჭირს. ის ხატავს ქალებს, რომლებიც უცნობი მითების გმირებს ჰგვანან. ნახატებზე გამოსახული კომპოზიციის სიუჟეტის გარკვევა ცალკე გამოწვევაა. ხიზანიშვილის ნამუშევრები კუბელი გრაფიკოსის, ბელკის აიონის კოლოგრაფიულ შავ-თეთრ პრინტებს მოგვაგონებს. აიონი საიდუმლო საზოგადოების, აბაკუას რელიგიის მოგონილ თუ ზეპირსიტყვიერად გადმოცემულ ამბებს ასახავდა. რუსუდან ხიზანიშვილი თავის ფერწერულ ტილოებზე სახელოსნოში მუშაობს, ხოლო ნამუშევრებს ქაღალდზე ავტორი სახლში ხატავს. მისივე თქმით, სახლში შესრულებული თითოეული ნახატი დღიურივითაა. ის შავი ფანქრით (გრაფიტით) გამოსახავს თავისი გმირების უტრირებულ ფიგურებს, დევქალებს, რომლებსაც კანიც კი განსხვავებული ფაქტურის აქვთ. ხელოვანი სხვადასხვა მიმართულების შტრიხებით ფარავს მათ სხეულებს და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს მათ კანის ნაცვლად ფარფლები აქვთ. პერსონაჟები ხან სადილობენ, ხან თავისქალებიან არსებებს ეხუტებიან, ხან გოგირდის აბანოში მექისე მათ ფეხებით ზედ დგება. ამ ნახატებში უამრავი რამ ხდება, ხელოვანი საკუთარი წარმოსახვით ქმნის პერსონალურ იკონოგრაფიას და საკუთარი პერსონაჟების მეშვეობით გვიყვება ისტორიებს. რუსუდან ხიზანიშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. გასული წლების განმავლობაში ხელოვანის ნამუშევრები აქტიურად იფინებოდა როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამჟამად ის რამდენიმე საერთაშორისო გალერეასთან თანამშრომლობს, მათ შორის ბერლინის კორნფელდ გალერეასთან, LJ Galerie-სთან პარიზში, Mimmo Scognamiglio-სთან მილანში და Window Project-თან თბილისში. 2025 წელს ჰქონდა სოლო გამოფენა Seojung Art Gallery-ში (ბუსანი/სეული, სამხრეთ კორეა); ჯგუფური გამოფენა კორნფელდ გალერეაში (ბერლინი); წელს, ასევე, დაგეგმილია გამოფენა CAM Galería-ში (მეხიკო, მექსიკა). მისი ნამუშევრები დაცულია, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,, ყვარლის ფონდში, ბრეუსის ფონდში. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებზე უფლებები ეკუთვნის გალერეა Window Project-ს და რუსუდან ხიზანიშვილს. გამოფენის კურატორი: ირინა პოპიაშვილი. მისამართი: მარჯანიშვილის 7. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე. გამოფენის გახსნა: 1 სექტემბერი, 18:00-20:00 საათი. გამოფენის ხანგრძლივობა - 1.09.- 15.10.2025 სამუშაო საათები: ორშაბათი - შაბათი 10:00- 20:00 საათამდე.
ირანმა დუბაიში აშშ-ის ბანკების ოფისებზე თავდასხმა განახორციელა
ევროპელმა ლიდერებმა მოითხოვეს, რომ უკრაინაში შეჭრაში მონაწილე პირებისთვის შენგენის ზონაში შესვლა აიკრძალოს
რუსეთმა საზღვარგარეთ პოლიტიკური მკვლელობების საიდუმლო დანაყოფი შექმნა
კობახიძე: სამწუხარო მოვლენაა, თუმცა არ შეფერხდება ქართული რაგბის განვითარება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი
|
რედაქტორის რჩევით
რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში დეპუტატების მხრიდან საქართველოზე
დასანქცირების შემდეგ, POSTV და TV იმედი FB-ზე მასალებს ახალი გვერდებიდან არეკლამებენ
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და შემოგარენი დაბომბა, არის მსხვერპლი
ზელენსკი: მოლაპარაკებები ნამდვილი სანტა-ბარბარაა, ადგილი და დრო ჯერ არ არის შეთანხმებული
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)