2016-03-19 22:12:52, 580 ნახვა
პოლიტიკა
ბარამიძე: რუსეთი ცდილობს, ამ ქვეყანაში ჰყავდეთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ბოლომდე მათ ემორჩილება
რუსეთი ცდილობს, ამ ქვეყანაში ჰყავდეთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ბოლომდე მათ ემორჩილება - ამის შესახებ ნაციონალი მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ "კურიერში" განაცხადა.
ბარამიძე აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას ითხოვს. მისივე თქმით, რუსეთი ცინიზმსა და ფლიდურ დამოკიდებულებას იყენებს სიტუაციის მშვიდობიან დარეგულირებაში.
"ჩვენ ვხედავთ რუსეთის ცინიზმსა და ფლიდურ დამოკიდებულებას მშვიდობიან დარეგულირებაში, რადგან გაირკვევა, რომ რუსეთი არა მხოლოდ მცოცავი ანექსიაა და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევას სჩადის, არამედ ასევე ცდილობენ, ბოლომდე მიიყვანონ საქმე და ამ ქვეყანაში ჰყავდეთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ბოლომდე მათ ემორჩილება," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან