2016-03-19 13:01:01, 511 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. თანავუგრძნობ რუს ხალხს და გამძლეობას ვუსურვებ ამ განსაცდელის ჟამს“, - ნათქვამია პრემიერი-მინისტრის სამძიმარში.
ცნობისთვის, რუსეთში, როსტოვში სამგაზავრო თვითმფრინავის კატასტროფას 62 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 55 მგზავრია.
თვითმფრინავი დუბაიდან როსტოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს. კატასტროფა ადგილობრივი დროით 03:50 საათზე მოხდა.
ამ დროისთვის ჩამოვარდნის მიზეზი დაადგენილი არ არის, თუმცა ერთ-ერთ ფაქტორად ძლიერი ქარი და ცუდი ხილვადობა განიხილება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან