|
2025-06-24 20:16:08, 4853 ნახვა
გაღარიბებული ქვეყანა, მილიონერი ეკონომიკის მინისტრი - რა ქონებას ფლობს მარიამ ქვრივიშვილი
პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და ეკონომიკის მინისტრად დანიშნული მარიამ ქვრივიშვილი მილიონერია. 35 წლის პოლიტიკოსი ბოლო წლები ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, თუმცა მისი მთავარი შემოსავალი კერძო სექტორიდან მიღებული თანხაა. საკუთარი და ქმრის, ოთარ ბერიშვილის შემოსავლებისა და ხარჯების, ასევე ქონების შესახებ მარიამ ქვრივიშვილი წერს 2025 წლის 30 აპრილს შევსებულ დეკლარაციაში, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ოჯახი უძრავ ქონებას მხოლოდ დედაქალაქში ფლობს. მათ ეკუთვნით: სამი ბინა, მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი ფართი.
მარიამ ქვრივიშვილს ძვირადღირებული სამკაულები აქვს. მათ შორის არის 12 000 დოლარად ნაყიდი Rolex-ის ფირმის საათი. ასევე, ამავე ბრენდის 10 000 დოლარიანი მეორე საათიც (ნაჩუქარი). 2017 წელს მან შეიძინა ჯამში 10 500 დოლარის ღირებულების Cartier-ის ბრენდის სამაჯური და ბეჭედი. გარდა ამისა, მასვე ეკუთვნის 2018 წელს 60 000 დოლარად ნაყიდი ავტომობილი BMW X6.
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის „ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკის ახალ მინისტრს საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 309 000 ამერიკული დოლარი და 120 000 ლარზე მეტი.
2024 წელს მარიამ ქვრივიშვილმა 300 000 ლარზე მეტი მიიღო ორი კომპანიიდან.
ამონარიდი მარიამ ქვრივიშვილის დეკლრაციიდან ეკონომიკის მინისტრის ქმარი მაღალანაზღაურებად სამსახურში მუშაობს - მხოლოდ 2024 წელს შპს „აჭარა ჯგუფში“ (რომელიც ფლობს რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის „სტამბას“, „რუმსს“) მმართველ დირექტორად მუშაობით 385 ათას ლარზე მეტი მიიღო.
კომპანიებიდან და სამსახურებიდან მიღებული ანაზღაურების გარდა, მარიამ ქვრივიშვილი შემოსავალს იღებდა უძრავი ქონების გაქირავებით (11 975 დოლარი). ოჯახის შემოსავლებზე წარმოდგენას ქმნის მოგზაურობასა (38 000 ლარი) და ტანსაცმელსა და სხვა ნივთებზე (20 000 ლარი) დახარჯული თანხები.
ჯაფარიძე - რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს
რომის პაპმა სატელეფონო საუბრისას პუტინს მოუწოდა შეწყვიტოს ცეცხლი
ზელენსკიმ განმარტა, თუ რა შესთავაზა აშშ-ს და რატომ გადაწყვიტა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განახლება
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი - ტერიტორიული პრეტენზიების "რელიგიური ლოზუნგებით შეფუთვის მცდელობები" რეალობას ვერ შეცვლის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|








ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)