|
2016-03-17 13:16:20, 6091 ნახვა
კულტურა
თბილისის საკონცერტო დარბაზში რეზო ჭოხონელიძის ხსოვნის საღამო გაიმართება
18 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის, „საუკუნის ქორეოგრაფის" წოდებისა და „ღირსების ორდენის" კავალერის რეზო ჭოხონელიძის ხსოვნის საღამო გაიმართება. ღონისძების მხარდამჭერი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრია. ცენტრის ინფორმაციით, საღამოში მონაწილეობენ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ერისიონი"; ქუთაისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი; აჭარის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი"; აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ ნართები"; ზუგდიდის სახელმწიფო ანსამბლი „ჩელა. ღონისძიება ტარდება საქრთველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული ფილარმონიის, გაზეთ „საქართველოს ქორეოგრაფიის" რედაქციის მხარდაჭერით.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)