2016-03-15 21:54:25, 687 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ ქერი ივნისში საქართველოში ჩამოვა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ ქერი საქართველოს ივნისში ეწვევა, ამის შესახებ თავად ქერიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, საქართველო შეერთებული შტატების მეგობარია და მათი სურვილია ქართველებს ტეროტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, მხარდაჭერა გამოუცხადონ.
"მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ ჩემი მიზნის - საქართველოში ვიზიტის შესახებ. ეს ვიზიტი, შესაძლოა, ივნისში, ან მოკლე პერიოდის შემდეგ გაიმართოს. ამ კუთხით, მუშაობა მიმდინარეობს, რადგან საქართველო აშშ-ის მეგობარია და ჩვენი სურვილია, ქართველებს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ", - განაცხადა ჯონ ქერიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან