|
2025-04-30 12:49:46, 5749 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ ცხინვალში სუს-თან თანამშრომლობის ბრალდებით 51 წლის კაცი დააკავეს
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, დააკავეს 51 წლის მოქალაქე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. "ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ძაუს რაიონის მცხოვრები მოქალაქე, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობდა, სისტემატურად ინარჩუნებდა კონტაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან და მათ რესპუბლიკაში განლაგებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტების, მათი სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ზონაში გადასვლისა და სამხრეთ ოსეთში არსებულ შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა". - აცხადებს კომიტეტი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამძებრო და ოპერატიული ღონისძიებები, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ) და მარიონეტული რეჟიმის საგარეო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარდა. კომიტეტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილის მიმართ 2025 წლის 21 აპრილს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ის რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე, სახელმწიფო ღალატის, მუხლით არის დაკავებული. "დაკავებულმა აღიარა დანაშაული და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან". - აღნიშნულია კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებაში. არსებული ინფორმაციით, მარიონეტული რეჟიმის მიერ გამოვლენილია კიდევ ხუთი მოქალაქე, რომლებიც კონტაქტში იყვნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან, თუმცა მათ მიერ გადაცემული ინფორმაცია არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოს. კომიტეტში აღნიშნავენ, რომ არასაკმარისი მასალების გამო აღნიშნულ პირებს მხოლოდ ოფიციალური გაფრთხილება გაეცნოთ.
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)