|
2016-03-14 13:19:19, 2938 ნახვა
Lifestyle
ინგა გრიგოლია: შანტაჟის და მუქარის არ მეშინია, უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე
შანტაჟის და მუქარის არ მეშინია, არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ინგა გროგოლია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. ,,გამარჯობა,ჩემო მეგობრებო......როგორც მეუბნებიან,პირდი ცხოვრების ამსახველ ახალ ვიდეოში,რომლის გამოქვეყნებასაც აპირებენ,თურმე ჩემი გვარიც დაანონსდა))))მე არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე......დანარჩენს უკვე გადაცემიდან ვიტყვი,დღეს,ორ საათზე ეთერი მაქვს. სხვისი არ ვიცი,მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და მუქარის არ მეშინია და არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე...მირეკეს,მწერეს და ჩემი შვილის გარდა,ვერავინ გაბედა ეთქვა,რომ ჩემი გვარი დაანონსდა,ვისი პირადი ცხოვრების გასაჯაროებასაც აპირებენ,თუ ქვეყნიდან და პოლიტიკიდან(?????) არ წავალ....დააშანტაჟეთ და შეაშინეთ,ვინც შეგიშინებიათ!!!!!!!!მე ღიად ვხსნი ამ თემას.......თუ ასეთ ქვეყანაში უნდა გვაცხოვრონ,მაშინ თავს შევაკლავ ჩემი დაა სხვა ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლასეთერში ვარ ორზე“, -წერს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეოკადრები გავრცელდა. ამჯერად ვიდეოში ასახული პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს განარტებაში ნათქვამია: „წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები თუ არადა და ელოდეთ შემდეგ სერიებს“. ვიდეოს დასასრულს რამდენიმე პოლიტიკოსს, მაღალი თანამდებობის პირსა და ჟურნალსტს მათ შესახებ ვიდეო გავრცელებით ემუქრებიან.მუქარის ერთ-ერთი ადრესატი სწორედ ინგა გრიგოლიაა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)