2025-03-28 14:18:07, 1831 ნახვა
როგორ ასრულებს წულუკიანის ე.წ კომისია კრემლის დაკვეთას - მხოლოდ ფაქტები
![]() თეა წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისია ქართული სახელმწიფოს ძირისგამომთხრელ საქმიანობას წარმატებით ეწევა. გენერალ გოგავას შემდეგ დღეს ამ კომისიის სხდომაზე გენერალი მამუკა ყურაშვილის დაკითხვა გაიმართა. სხდომაზე რომელიც არავის მიერ აღიარებულ პარლამენტში მიმდინარეობს, დაძაბულობის ფონმა რამდენიმეჯერ იმატა. თეა წულუკიანის ისტერიკამ რომლის მიზანია კრემლის ამოცანის შესრულება და საქართველოს დადანაშაულება 2008 წლის ომში პიკს მიაღწია. რას ჰქვია, გადასარჩენი ქალბატონო თეა?!. ბოლო წამამდე ვცდილობდით, რომ აგვეცილებინა კონფლიქტი. რას მეკითხებით, ვერ გავიგე! რა გინდათ, ბოლო-ბოლო?! რას მეკითხებით?“- ასე მიმართა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა დროებითის საგამოძიებო კომისიის წევრებს სხდომაზე. კომისიის დღევანდელ სხდომაზეც განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომია. კომისიის წევრებმა, მათ შორის კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა მას რამდენჯერმე დაუსვეს შეკითხვა აგვისტოს ომის დროს მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით. „სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ხელმძღვანელმა, როგორც კი გაიგეთ ინფორმაცია ტელევიზიით, თუ ადგილზე, რომ პირველი აგვისტოდან მეორე მხარემ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, ასევე სარდალმა კულახმეტოვმა არ მოგისამძიმრათ. ასევე თქვით, რომ მარტო იყავით და თქვენ თუ მარტო იყავით, ჩვენი მოსახლეობა ხომ სულ მარტო იყო?!. თქვენ სიტყვებს ვიმეორებ, რომ მიხვდით, რომ თქვენც კი მარტო ხართ, თქვენს უფლება-მოსილებაში შედიოდა, თუ არა რომ მინიმუმ განგაშის ზარი შემოგეკრათ,რომ მოსახლეობაში მსხვერპლი თავისად აგეცილებინათ და თუ ეს იყო თქვენი უფლებამოსილების ნაწილი, რა გააკეთეთ ამისთვის?“- მიმართ წულუკიანმა მამუკა ყურაშვილს. მამუკა ყურაშვილმა უპასუხა,რომ გაერთიანებული შტაბი ჩააყენა საქმის კურსში. „თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განგაში უშიშროების საბჭოს გარეშე, გენშტაბის გარეშე ამეტეხა და სახლებზე დამეწყო კაკუნი? რას მეკითხებით, ვერ გავიგე“, - მიმართა წულუკიანს ყურაშვილმა. ამის შემდგომ თეა წულუკიანმა მამუკა ყურაშვილის კვლავ გაუმეორე თავდაპირველი კითხვა, რომ მისი, როგორც სამშვიდობოს ერთ-ერთი პირდაპირი მოვალეობა იყო სამოქალაქო მოსახლეობაზე ზრუნვაც. შესაბამისად, როცა ადგილზე იყო, ხომ ჰქონდა „ძვირფასი შესაძლებლობა“, საკუთარი თვალით ენახა ადგილზე ვითარება, რაზეც მამუკა ყურაშვილმა უპასუხა, რომ პირველი აგვისტოს შემდეგ ცხინვალში ვეღარ გადაადგილდებოდა, შესაბამისად ამის შესაძლებლობა არ ჰქონია. მისiვე განმარტებით, დეტალურ ინფორმაციას გადასცემდა გაერთიანებულ შტაბს. ამის შემდგომ თეა წულუკიანმა ყურაშვილს ჰკითხა: „პირველად როდის გადაეცით, ბატონო გენერალო, მოქალაქეები გვეყოლება მგონი გადასარჩენი, აქ კარგად არ არის საქმე, რომელი დღე იყო, როცა ეს გადაეცით?“-ჰკითხა წულუკიანმა ყურაშვილს. თავის მხრივ, მამუკა ყურაშვილმა საპასუხოდ განაცხადა: „რას ჰქვია, გადასარჩენი ქალბატონო თეა?! ბოლო წამამდე ვცდილობდით, რომ აგვეცილებინა კონფლიქტი. რას მეკითხებით, ვერ გავიგე! რა გინდათ, ბოლო-ბოლო?! რას მეკითხებით?“- აღნიშნა მამუკა ყურაშვილმა. ყურაშვილის ამ პასუხს გამოეხმაურა კომისიის წევრი, ალექსანდრე ტაბატაძე. „ბოლო-ბოლო, რა გინდა” კი არა, მომისმინე ერთი წუთით! ცოტა დაუწიეთ... აქ არავინ ზის არც ნაკლები და არც...სხვა რამეს გეკითხებათ. თქვენ ამაზე ხართ პასუხისმგებელი. სწორედ იმიტომ გაქვთ სამშვიდობო მისია, რომ იქ მოსახლეობა დაიცვათ. როდესაც თქვენ გააკეთეთ მოხსენება, რომ ასეთი მდგომარეობაა, მოწინააღმდეგე მხარეს გაჰყავს ხალხი, ანუ საგანგაშო ვითარებაა. ორი ჯარისკაცი მოგვიკლეს. თქვენ ითხოვთ და ვალდებულიც იყავით, რომ სასწრაფოდ მიეღოთ ზომები. მაშინ უნდა გვითხრათ,რომ იქიდან არავითარი პასუხი არ გქონიათ. მე ვიცი, რომ თქვენ გარკვეული წინააღმდეგობები და კონფლიქტები ამაზე გქონდათ,“ - მიმართა ალეკო ტაბატაძემ. ამასთან, კომისიის თავმჯდომარემ გენერალს შეახსენა, რომ მუშაობის წესებზე უნდა შეთანხმდნენ. „მე არ მგონია,რომ თქვენ იმ ტონით უნდა საუბრობდეთ, რა ტონითაც საუბრობთ და მოდით, ყველა მოვიქცეთ იმ სამხრეების შესაბამისად, რითაც მობრძანდით“, - მიმართა წულუკიანმა ყურაშვილს, რაზეც მამუკა ყურაშვილმა რეპლიკით უპასუხა: „გისმენთ, რა მოვიქეცი ასეთი?!“ „სალაპარაკო ენაზე ვიტყვი, გუშინ, მე ძალიან ბევრი რაღაც, როგორც კომისიის თავმჯდომარემ გავატარე, ტონი გავატარე! ტო-ესბის ძახილი გავატარე. ბევრი რაღაც გავატარე, ამიტომ, მოდით, ახლა „დავჭკვიანდეთ“ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო, რომ თქვენ ტონს აუწიოთ! თუ მობრძანდით მუნდირით, პატივი ეცით მუნდირს, პირველ რიგში, გასაგებია?! რა მინდა და ახლა დაგისვამთ კითხვას და უპასუხეთ. აქ გისვამენ კითხვებს. აქ არცერთი არ გეგონოთ, რბილად ვიტყვი და აქ წევრებს ბოდიშს ვუხდი წევრებს - თქვენზე ნაკლები მამაკაცი ვინმე, რა! წერტილი!“, - მიმართა თეა წულუკიანმა ყურაშვილს. ასევე, მას წულუკიანმა კითხვით მიმართა, ცხინვალში მყოფ შერეულ ოჯახებთან დაკავშირებით თუ ჰქონდა ვინმესთან საუბარი, რაზეც ყურაშვილმა უპასუხა, რომ „გენერალ გოგავასთან“. „მან, აქ რომ შემობრძანდით, მოგცათ უფლება, ყველაფერი მე დამაბრალეო, თუ როგორ ხდება? თქვენ, იმდენი ქენით ორმა სამხედრო პირმა, მაინც მაიძულებთ, რომ სხვანაირად გელაპარაკოთ, არ მინდოდა, ღმერთი მაღალია და იცის. ვატყობ, დიდი დრო დაგვჭირდება თქვენზე დასახარჯად, ამიტომ ომში ნამყოფმა კაცებმა ჩემზე მეტად მოთოკეთ ნერვები“, - მიმართა მას წულუკიანმა. თავდაცვის ეროვნული აკადემიის ყოფილი რექტორი, გადამდგარი პოლკონიკი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ ე.წ კომისიის მუშაობა არა დანაშაულის გამოკვეთაა, არამედ შეფასება, ომი ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო, რაც რუსეთს ძალიან ჭირდება. „ომის დაწყება არ დაწყებაში ოცნება დანაშაულს ვერ მიაგნებს, თავდაცვითი ომი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიარაღებული ძალების გამოყენება კონსტიტუციური უფლებაა ( ვალდებულებაა), ამიტომ როგორც არ უნდა დადგეს საკითხი და რაც არ უნდა გამოიკვეთოს დანაშაულის აღმოჩენა შეუძლებელი იქნება. არსებობს კიდე ერთი ალბათობა, სამხედროდანაშაულები ომის დროს. მაგრამ აქაც, ბრიუსელში და ჰააგაში დაადასტურეს, რომ ამ ომში სამხედრო დანაშაულები საქართველოს მხრიდან ჩადენილი არ არის. ანუ, პოლიტიკოსების მხრიდან დანაშაულებრივი ბრძანების გაცემის ალბათობაც გამოირიცხა. შესაბამისად სამხედროების დაბარებას და გამოკითხვას აზრი არა აქვს, დანაშაულზე მათ ინფორმაცია უბრალოდ ვერ ექნება. მაშინ, რჩება მხოლოდ ერთი თემა, არა დანაშაულის გამოკვეთა, არამედ შეფასება, ომი ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო, ფაქტის დადგენა, რომელსაც საქართველოში არანაირი იურიდიული წონა არ ექნება, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება რუსეთისათვის, განსაკუთრებით დიპლომატიურ ველზე პუტინის პოზიციების გასაუმჯობესებლად. რუსეთს ახლა ძალიან ჭირდება, რომ პოზიციონირებდეს როგორც კონფლიქტის მხარე და არა როგორც აგრესორი. იგივე კლიშე დაედება უკრაინასთან ომსაც, რომ ომს ობიექტური მიზეზი ჰქონდა და რუსეთმა გადაამეტა ძალას, აგრესორი კი არ არის, კონფლიქტში იქნა ჩათრეული. ამიტომ, ეს კომისია რუსეთის ამ კონკრეტულ ინტერესს ემსახურება, დანარჩენი უბრალოდ თანმდევი პროცესია, სპექტაკლის ნაწილი.“ - აცხადებს გიორგი თავდგირიძე. სამხედროების გამოხმაურება სულ უფრო მატულობს ოცნების ღალატის აქტის შემდეგ. "მე, არჩილ ცქვიტიშვილი, როგორც ქართული პოლიციის ოფიცერი,თადარიგის მაიორი, რომლის ოჯახის წევრები დაზარალდნენ ან დაიღუპნენ რუსული საღორის მიერ აფხაზეთში მოწყობილ ქართველთა გენოციდის დროს..ვუცხადებ პროტესტს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ, არალეგიტიმური თვითმარქვია რუსული ხელისუფლების უნიჭო და მოღალატურ ტოკშოუს..საქვეყნოდ აჟიტირებულ ქოცთღალატის სპექტაკლს ...ასევე ვაცხადებ,რომ მე არ მოვიხდი საქართველოს მტრების წინაშე ბოდიშს და არ დავუჩოქებ. არ დავარღვევ ჩემს მიერ სამი ათეული წლის წინ დადებულ პოლიციელის ფიცს!! დიდება უფალს გაუმარჯოს საქართველოს მარადიული ხსოვნა გმირებს" - წერს არჩილ ცქვიტიშვილი სოციალურ ქსელში. „ქართული ოცნების“ ღალატის მორიგი აქვტი საზოგადოების მხრიდან შეუმჩნეველი არ დარჩენილა, დღეს გმირთა მოედანზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია „არ შეეგუო ღალატს“ - რეჟიმის წარმომადგენლებს ხალხი კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ღალატის აქტს ამ ქვეყანაში არავინ გაატარებს. “2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ჩვენი გმირები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და ჩვენი მომავლისთვის. მათმა თავგანწირვამ შეაჩერა ოკუპანტის ტანკები, მაგრამ დღეს, მოღალატე რეჟიმი ცდილობს ისტორიის გადაწერას. ჩვენ, ქართველი ხალხი, არასდროს დავუშვებთ, რომ ჩვენი ისტორია და გმირები რუსეთის დაკვეთით შეილახონ! გენერლების და ჯარისკაცების დადანაშაულება – ესაა საქართველოს ღალატი! 28 მარტს, 19:00 საათზე, გმირთა მემორიალთან ვიკრიბებით, რათა გამოვხატოთ პატივისცემა გმირების მიმართ და ვუთხრათ ივანიშვილის რეჟიმს – ჩვენი გმირების შეურაცხყოფა, ჩვენი სამშობლოს ღალატია.” - წერენ აქციის ორგანიზატორები
სამი თვის იოანეს ჩვენი დახმარება სჭირდება
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი ფიცის ერთგული ვრჩები, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა ქართველი ხალხის ნება
ბადრი ჯაფარიძე - უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველდღე თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ
სალომე ზურაბიშვილი - მმართველი პარტიის რეპრესიული რეჟიმი მხოლოდ მათი წარუმატებლობის ნიშანია
|
რედაქტორის რჩევით
სამხედროები და 2008 წლის ომის ვეტერანები ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ
![]() როგორ ასრულებს წულუკიანის ე.წ კომისია კრემლის დაკვეთას - მხოლოდ ფაქტები
ომი უკრაინაში![]() მედია - ომის დაწყების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ოჯახის შემოსავლები არ გაზრდილა
![]() სიბიგა - უკრაინა არ დათანხმდება რუსეთის არც ერთს მოთხოვნას, რომელიც მას დაასუსტებს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|