05:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 18:23:15, 819 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - ვინც ქვეყანას ებრძვის, ყოველთვის მარცხდება

ადამიანები, რომლებიც ანგაჟირებულები, მართულები და მართვადები არიან და უმრავლეს შემთხვევაში პირდაპირ კავშირში არიან კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან", ყოველთვის ცდილობენ, რომ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება მოახდინონ და აქაც ზუსტად იგივე შემთხვევაა , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან რამდენიმე ფონდის დაყადაღების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფონდები იმისათვის, რომ თავიანთი სავარაუდო დანაშაულები გადაფარონ და როგორმე, საზოგადოების თვალში რაღაცით მაინც დადებითი კუთხით წარმოჩინდნენ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა „წამებულის მანტია“ მოირგონ.

„ადამიანები, რომლებიც ანგაჟირებულები, მართულები და მართვადი არიან და უმრავლესს შემთხვევაში პირდაპირ კავშირში არიან კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან", ყოველთვის ცდილობენ, რომ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება მოახდინონ. აქაც ზუსტად იგივე შემთხვევაა, როცა სამართალდამცავები განმარტებას აკეთებენ, თუ რა არის ფონდების დაყადაღების საფუძველი, თუმცა იმისათვის, რომ თავიანთი სავარაუდო დანაშაულები გადაფარონ და როგორმე, საზოგადოების თვალში რაღაცით მაინც დადებითი კუთხით წარმოჩინდნენ, ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ წამებულის მანტია მოირგონ. ეს ყველაფერი ამას ემსახურება. რა თქმა უნდა, ეს საკითხი სამართლებრივია, რასაც სამართლიანი სასამართლოს ფორმატში წერტილი დაესმება. ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა - სააკაშვილის, მელიას, უგულავას თუ „რ2”-ის საქმეზე, რომელზეც ცდილობდნენ, რომ რომ როგორმე, ეს საქმეები პოლიტიკურ მდგენელში გადაეზარდათ. მაგრამ ეს ადამიანები საქართველოსთან ბრძოლაში დამარცხდნენ და თან მერამდენედ? დარწმუნებული ვართ, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება, თუ ეს ადამიანები გაბედავენ, რომ სამართლებრივად თავიანთი უფლებების დაცვა სადმე გააგრძელონ, ისევ და ისევ დამარცხდებიან საქართველოსთან ბრძოლაში. ვინც ქვეყანას ებრძვის, ყოველთვის მარცხდება, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სამართლებრივი კუთხით”, - განაცხადა გორდულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics