2025-03-17 16:06:23, 304 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით
![]() დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით - გასაკვირი იცით რა არის? რა და ის, რომ ამდენი „არც ესაა გასაკვირი“ დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. როგორც გვარამია აღნიშნავს, ჯერ ხალხს აჯარიმებენ წარმოუდგენელი თანხით, ახლა კი ყველა ფონდი, რომელიც დაზარალებულებს ეხმარებოდა დააყადაღეს. ამასთან, გვარამია საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის საქმესაც ეხმაურება და აღნიშნავს რომ “გასაკვირი არაფერი აღარაა“. „დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით: მიშა სააკაშვილს ისეთი მიუსაჯეს, შემდეგ მანამდე მისჯილებს დაამატეს, შემდეგ ჯამი კვადრატში აიყვანეს და საბოლოოდ 12 წელიწად ნახევარზე ავიდნენ. გასაგებია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე ავტორიტარიზმზე და ქვეყნის მთავარ პოლიტპატიმარზე ვსაუბრობთ (ზვიადის დაპატიმრება ვერ მოასწრეს დამოუკიდებელ საქართველოში) და არაფერი აღარაა გასაკვირი. ყველა ფონდი, რომელიც ეხმარებოდა დაზარალებულებს (ნანუკას, გილაურის და სხვებიც) დააყადაღეს. ჯერ ხომ ხალხს აჯარიმებენ წარმოუდგენელი თანხით. ახლა ვინც უხდის ამ თანხებს, ვინც უკანონო პატიმრებს ეხმარება - იმათაც აჯარიმებენ. აგერ, ნანუკა ჟორჟოლიანს მთლად გურიის დახმარებისთვის მოსთხოვენ პასუხს, რა ვიცი, თოვლის დისკრედიტაციისთვის უჩივლებს ალბათ "შეურაცხყოფილი თოვლი". არც ესაა გასაკვირი, სრულიად არა. მაგრამ, გასაკვირი იცით რა არის? რა და ის, რომ ამდენი "არც ესაა გასაკვირი" დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ. აი ეს კი ნამდვილად გასაკვირია“,- წერს გვარამია. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, „ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს. „ბანკში მეუბნებიან, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება. თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით. ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან, რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად გაგზავნილა.დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები, მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება“, - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია სხვა ფონდებიც. ამასთან, დღეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.
საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა
შსს-ს ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
„პუბლიკის” ნაცემი რეპორტიორი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო
|
რედაქტორის რჩევით
ბიძინას რეჟიმი მოქალაქეთა უპრეცედენტო ტერორზე გადავიდა
როგორ აახდინა ტრამპმა ბრეჟნევის ოცნება - წითურმა დონიმ ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება დახურა
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 174 დრონი გაუშვა
![]() ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი დანიშნა
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|