07:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 13:00:36, 501 ნახვა

პოლიტიკა
მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების სტანდარტები ონლაინ მედიაზეც გავრცელდება

„ოცნების“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, „მედიის კანონს“ დაემატება ჩანაწერი ონლაინმედიის რეგულირებისთვისაც.

მისივე თქმით, მეორე მოსმენით განსახილველად პლენარულ სხდომაზე, შესაძლოა, შინაარსი კიდევ უფრო დაზუსტდეს.

„როგორც პირველი მოსმენით ჩვენს გუნდთან შეთანხმებით გაჟღერებული იქნა, რომ ე.წ. ონლაინმედიებზეც უნდა გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტი, რაც ზოგადად მაუყწყებლებისთვისაა გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები და ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებებით ხდება ინფორმაციის გავრცელება, ამ ყველაფერზე საკანონმდებლო ცვლილებებიც უნდა არსებობდეს. წარმოდგენილ კანონპროექტში განიმარტება, თუ რა არის ინტერნეტ მომსახურება და ინტერნეტმომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება დეფინიცია, რომლის მიხედვითაც: ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალების განკუთვნილ ინტერნეტდომეინზე ანდა ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში, ინფორმაციის განთავსება.

ინტერნეტ მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტდომენტის და ინტერნეტჰოსტინგს“, – თქვა გორდულაძემ.

მისივე თქმით, მეორე მოსმენით განსახილველად პლენარულ სხდომაზე, შესაძლოა, შინაარსი კიდევ უფრო დაზუსტდეს.

გორდულაძემ დააზუსტა, რომ ეს არ გავრცელდება ფიზიკურ პირებზე, შეეხება ორგანიზაციებს, „რომლებიც საკუთარ თავს მედიას უწოდებენ და წარმოადგენენ მედიას“, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, აქვთ ვებგვერდი ან აპლიკაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics