20:34 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 15:57:30, 549 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთს დაევალა, წარმოადგინოს ანალიზი თუ როგორ გამორიცხავს დეპორტაციის განმეორებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის აღსრულების შესახებ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია და ანალიზი იმისა, თუ როგორ გამორიცხავს მათ მიერ გატარებული ღონისძიებები მსგავსი ადმინისტრაციული პრაქტიკის, კერძოდ დეპორტაციის განმეორებას მომავალში.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყების ცნობით, ამ საკითხზე 8-10 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1250-ე სხდომაზე იმსჯელეს.

„2016 წლის 8-10 მარტს გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1250-ე სხდომა ადამიანის უფლებათა საკითხებზე. სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. ამ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ განაჩენი 2014 წელს გამოიტანა საქართველოს სასარგებლოდ.

საქმე ეხება 2006 წლის სექტემბრის ბოლოდან 2007 წლის დასაწყისამდე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დაკავებასა და დეპორტირებას.

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის აღსრულების შესახებ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია და ანალიზი იმისა, თუ როგორ გამორიცხავს მათ მიერ გატარებული ღონისძიებები მსგავსი ადმინისტრაციული პრაქტიკის, კერძოდ დეპორტაციის განმეორებას მომავალში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე ავალდებულებს რუსეთის მხარეს, წარმოადგინოს ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს მათ მიერ მომავალში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, რაც გულისხმობს სასამართლოსთან თანამშრომლობას, მათ შორის სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას კონკრეტულ საქმესთან მიმართებით“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics