11:18 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 14:27:24, 1034 ნახვა

სამხედრო
დანიის სამეფოს შიდა გვარდიის დელეგაცია ვიზიტით საქართველოში იმყოფება

საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოს შიდა გვარდიის დელეგაცია, გენერალ-მაიორ ფინ ვინკლერის მეთაურობით იმყოფება. დღეს დანიელი სტუმრები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო.
როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოსა და დანიის სამეფოს გვარდიებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო რეზერვის განვითარების გეგმასა და ბაზალეთში ეროვნული გვარდიის სკოლის დაარსების საკითხებს. სკოლა დანიის შიდა გვარდიის ფინანსური დახმარებით დაარსდა და რეზერვის შემადგენლობიდან უმცროსი ოფიცრებისა და სპეციალისტების სხვადასხვა მიმართულებით მომზადებას ისახავს მიზნად. სკოლას პატრონაჟს გაუწევენ დანიის შიდა გვარდია და ესტონეთის თავდაცვის ლიგა.
მათივე ინფორმაციით, გენერალურ შტაბში სტუმრობამდე დანიელი გენერალი საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსს, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძეს შეხვდა. მხარეებმა ეროვნული გვარდიის სკოლის ქართული მხარისთვის გადმოცემის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
„დანიის შიდა გვარდიის დელეგაციის სტუმრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს დანიელი სტუმრები გაეცნობიან ჩვენ მიღწევებსა და წარმატებებს იმ სასწავლო სკოლის მიმართულებით, რომელიც კრწანისში გაგვაჩნია, ხოლო ხვალ ერთად გავემგზავრებით და ვნახავთ ბაზალეთზე გვარდიის მომზადების ცენტრს. დარწმუნებული ვარ, რომ ის მეგობრობა, ურთიერთდახმარება, რაც მათგან არის, კიდევ უფრო გაიზრდება, გაღრმავდება. შეხვედრაზე მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ 2017 წლიდან კიდევ უფრო გაიზრდება მსგავსი დახმარებები. განაწესი უკვე მათი შეიარაღებული ძალების პარტნიორულ გეგმებშია ჩასმული. ასე რომ, ძალიან დიდი იმედები გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთქმედება, ურთიერთდახმარება, განსაკუთრებით ეროვნული გვარდიისა და სამობილიზაციო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გაიზრდება და გაღრმავდება,” - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ქართველ გენერლებთან შეხვედრები დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ფინ ვინკლერმა შეაჯამა: „პატივი გვქონდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალს შევხვედროდით. ჩვენ მიმდინარე წლის თანამშრომლობის გეგმა განვიხილეთ. გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ დანიის სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. როგორც მასთან საუბრისას აღვნიშნე, საქართველო და უკრაინა დანიის პარტნიორი ქვეყნებია. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან. ხვალ ეროვნული გვარდიის ახალი სკოლის გახსნას დავესწრები, რომელიც საქართველოსა და დანიას შორის ერთობლივი თანამშრომლობით დაარსდა. მოუთმელნად ველი ჩვენი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგს. ასევე ვგეგმავ ქართველ სამხედროებთან შეხვედრას“.
დღესვე დანიის სამეფოს შიდა გვარდიის დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრება და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნობა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო ე.წ კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია
თეონა აქუბარდია - გაეროში კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროინტეგრაცია და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის
სუს-მა ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics