20:01 - 25 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 16:37:48, 280 ნახვა

თოვლში ჩაკეტილი საქართველო: ხელისუფლება და ოპოზიცია მხოლოდ ბრალდებებს ცვლიან, ხალხი დახმარებას ითხოვს

„არავინაა, გავგიჟდიი - 2 ბავშვით მარტო ვარ სახლში. სახლი უკვე დაწეულია, ცალი კედელი გაიღუნა, გადავირიე, რა არის ეს?! ვინმემ მოგვეშველეთ, არც გზაა, არც დენია, აწი ტელეფონებიც გაგვეთიშება - დახმარებასაც ვეღარ ვითხოვთ". - წერს მოქალაქე ლიკა მამალაძე სოციალურ ქსელში, ჯგუფში "მოხალისეები გურიისთვის"

„მესამე დღეა ვერ ვუკავშირდებით 80 წლის ბებიას, სამი ობოლი ბავშვი ჰყავს. მესამე დღეა კავშირი აღარ მაქვს. სახლი უკანა მხარეს ავარიულია. სახლის ფანჯრები ქალს თოკით ჰქონდა საწოლზე გამობმული ისე აკავებდა. ძალიან გთხოვთ იქნებ მოხერხდეს ამ ბებოს და ბავშვების დახმარება. გულიკო დოლიძე ოზურგეთის რაიონის სოფელი ზედა ბახვი, მშვიდობაური ჰქვია იმ დასახლებას“ - წერს ნანა შველიძე სოციალურ ქსელში.

„ჯუმათში სახლია ჩანგრეული და მცირეწლოვანი ბავშვია მოყოლილიო, ტექნიკა ვერ ადის.. ადგილი სამწუხაროდ არ ვიცი.. მამუკა ჩხარტიშვილია ოჯახის წევრი.. იქნებ ვინმემ იცოდეთ მდებარეობა.. ცოცხალი ძალაა საჭირო გზა რომ გაიწმინდოს.“ - წერს მოქალაქე ლანა ლომაძე ჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“

რეგიონული მედიაგამოცემის, "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ნატანებში გარდაიცვალა ქალი, რომელიც მოხუც დედას უვლიდა. მათივე ცნობით, მეზობლები დიდთოვლობის გამო გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა 85 წლის მოხუცი მარტოა მიცვალებულთან, მისვლას ვერ ახერხებენ.

"რამდენიმე დღეა არ მაქვს შუქი, მთელს სოფელს მიეწოდება გაზი, მაგრამ არიან თოვლში ჩარჩენილი მარტოხელა მოხუცები და ოჯახები, რომლებსაც პრობლემები აქვთ. ვიცი, რომ სასწრაფო ვერ მივიდა ადამიანებამდე, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ. თოვს გადაუღებლად, თოვლის საფარი არის 2 მეტრამდე". - მოქალაქე კესო მახარაძე.

ეს არის ის მცირედი ჩამონათვალი რაც დღეს მთელი დღის მანძილზე სოციალურ ქსელში იწერებოდა. მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ რეგიონებში. განსაკუთრებით მძიმე ვითარებააგურიაში. სამაშველო სამსახურები ვერ ახერხებენ მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებამდე ასვლას და 112-ი ბოდიშის მოხდით ცდილობს აუხსნას ადამიენებს, რომლებსაც უკიდურესად გაუსაძლის პირობებში უწევთ ესდღეები ყოფნა, რომ მაშველები და ტექნიქა მათ საცხოვრებლამდე ვერ აღწევს. მაშინ, როდესაც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და სოფელში მსგავსი კრიტიკული სიტუაციაა, „ქართული ოცნების: თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი,ჟურნალისტების დასმულ კითხვას, რას აკეთებს ხელისუფლება და რა ნაბიჯებს დგამს მოსახლეობის დასახმარებლად, პასუხობს, „ზუსტად ამით არის დაკავებული სახელმწიფო და შესაბამისი სტრუქტურები, რომ უამინდობის პირობებში, სტიქია გრძელდება, სტიქია რა, თოვლი არის და ამ პირობებში აკეთებენ ყველაფერს, რომ კომუნიკაციები იყოს. სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რომელიც საჭიროა სტიქიის აღმოსაფხვრელად."

პაპუაშვილისგან განსხვავებით ქვეყნის პრემიერ მინისტრი, რომელიც არცერთმა საერთაშორისო პარტნიორმა ამ დრომდე არ აღიარა ლეგიტიმურად, ჟურნალისტების კითხვაზე, რას აკეთებს სახელმწიფო და რა გეგმა აქვთ ხალხის დასახმარებლად, პასუხი არ გაუცია.

მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ თავდაცვის სამინისტრო ჯარს უშვებს მოსახლეობის დასახმარებლად, არც ეს ნაბიჯი გადადგმულა ამ დრომდე.

დღეს სტიქიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეყანა ტრაგედიიის ზღვარზეა, თუმცა დუშეთის რაიონის მერი საკმაოდ კარგ განწყობაზეა და საკუთარ სოციალურ გვერდზე „სთორსაც“ გვიზიარებს,

„ ვინარჩუნებ განწყობას მიუხედავად -9 გრადუსისა“ - წერს დუშეთის მერი.

მეორეს მხრივ ოპოზიცის მხრიდან ამ დრომდე მხოლოდ კომენტარები და ხელისუფლების კრიტიკა ისმის, თუმცა ამ დრომდე არცერთ მათგანს არ გამოუთქვამს მზაობა მოხალისე მოქალაქეებთან ერთად, იმ სოფლებში წასვლის და  მოქალაქეების დახმარების, რომლების მესამე დღეა ყველანაირი კომუნიკაციის გარეშე არიან დარჩენილები და სახლები ენგრევათ. ამ ეტაპზე მხოლოდ  „მოხალისეები გურიისთვის“ შექმნილი ჯგუფცდილობს საერთო ძალებით ადამიანების დახმარებას.

 ეს არის მცირედი ჩამონათვალი იმ ადამიანებისა, რომლებსაც სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება:

ქვემოთ შრომის თემი / ვაკე სახლის გადათოვლისას დაშავდა მამუკა ქვილორია. სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება. შრომის თემი / ვაკე ვენერა სარქისიანი სახლში მარტოა. ვერ უკავშირდება შვილი. მეზობლის მიერ მიწოდებული უკანასკნელი ინფორმაციით, საკვამურიდან ამოდიოდა კვამლი, ანუ სითბო აქვს. შრომის თემი / ორმეთი მარი ქავთარაძე ბებიას ბოლოს ესაუბრა 20:00-ზე. იმ დროისთვის ინგრეოდა სახლი. ბებია და ბაბუა თავს აფარებდნენ საქათმეს. ახლა ვეღარ უკავშირდება. შრომის თემი / ორმეთი ირმა ხომერიკი წერს, რომ ოტია ხომერიკს სჭირდება ევაკუაცია. გათიშულია მობილური. სახლი თოვლის სიმძიმის გამო დანგრევის პირასაა.

შრომის თემი / ორმეთი სოფო დათო ხიმშიაშვილი  წერს, რომ სოფელში შვილები დატოვა ბებია-ბაბუასთან, რომლებსაც 4 დღეა, ვერ უკავშირდება. ერთ ბავშვს გულის დაავადება აქვს. სოფ. შრომა მიშო მჟავანაძე ემიგრაციიდან ვერ უკავშირდება ბიძას და ბაბუას, რომელიც 94 წლისაა და სუსტი ჯანმრთელობა აქვს. სოფ. შრომა სოფელშია დედა ორი მცირეწლოვანი ბავშვით. საკვები ეწურებათ. სახლის სახურავი არასანდოა. გზა გაუწმენდავია.

სოფ. ზომლეთი მაია სიხარულიძე წერს, რომ თბილისიდან ჩასულ ოჯახს სჭირდება საკვები და სიცხის დამწევი მედიკამენტები. სოფ. ჯუმათი ანა ჩხარტიშვილი ემიგრაციდან წერს, რომ ვერ უკავშირდება ბებოს და ბაბუს. მე-5 დღეა სოფელში გადაუღებლად თოვს. მეზობელმა ინახულა რამდენიმე დღის წინ. ახლა ვერც მეზობელს უკავშირდება.

 სოფ. კონჭათი ნატა მაჩუტაძე წერს, რომ ვერ უკავშირდება სოფელს. მისი მტკიცებით, სოფელს არ აქვს საკვები. არც წყალი, მაგრამ თოვლს დაადნობენო.

 სოფ. ჩოჩხათი დახმარება სჭირდება ნათია ზენაიშვილის ძმას, რომელიც მეზობელთან ათევს ღამეს. თოვლის გამო ვეღარ ბრუნდება სახლში, რომელიც ნათიას თქმით, შესაძლოა, უკვე დანგრეულია.

 სოფ. ბაილეთი ნათია დარჩია წერს, რომ სოფელში ბევრი ასაკოვანია, რომლებსაც ახალგაზრდები სახურავების გადათოვლაში ეხმარებიან, მაგრამ ყველას დახმარებას ვერ ასწრებენ. სოფელში გამოლეულია საკვები. სოფ. ბაილეთი ნანა ქავთარაძე წერს, რომ ავარიულ სახლში ჩარჩენილია ორი ასაკოვანი ავადმყოფი. ითხოვს სახლის გადათოვლას, სიმძიმისგან რომ არ ჩაინგრეს. შუქი არ აქვთ. საკონტაქტოდ ტოვებს ამ ნომერს 595054037 შუქრი ცერცვაძე.

სოფ. კოკათი თამარა ღლონტი  წერს, რომ სახლი ჩამოინგრა, რომელშიც ადამიანია მოყოლილი. მეზობლები ვერ ახერხებენ სახლამდე მისასვლელად გზის გაწმენდას. საკვები თითქმის გამოელიათ. ტელეფონებიც ყველას დაუჯდა.

სოფ. სილაური არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ჩამოინგრა რამდენიმე სახლი. თოვლი თითქმის 2 მეტრია. სჭირდებათ პირველადი დახმარების მედიკამენტები და პორტატული დამტენები.

„მიშველეთ!!! ბიძაჩემი არის სახლში ჩაკეტილი, რომელსაც ავარიული სახურავი აქვს. იმხელა თოვლი ადევს, რომ ყოველ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს. ფეხი არ აქვს და ეზოშიც დიდი თოვლია ვერ გადის!! მეზობლებიც ვერ ეხმარებიან!!! აქედან ვერ ჩავდივართ, გადაკეტილია გზა! ველაპარაკე გამგებელს და ფეხებზე დამიკიდა… ოზურგეთის რაიონი სოფელი ფამფალეთი, თიხნარას დასახლება. კაკო ინწკირველი!!!!!!!! ასე ბედის ანაბარა ადამიანების დატოვება რომელ ქვეყანაშია კიდევ????”, - წერს კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

ამ რიალობის მიუხედავად, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ დგამს ქმედით ნაბიჯებს, შემოიფარგლებიან მხოლოდ ერთმანეთისთვის ბრალდებების წაყენებით. რიალურად კი საზოგადოება საფრთხის წინაშე დგას და შესაძლოა ქვეყანაში კიდევ ერთი დიდი ტრაგედია დატრიალდეს.



 


 


 


 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ ჯუმათიდან მცირეწლოვანი და მისი ოჯახი, რომლებიც თოვლში იყვნენ მოყოლილები სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს
2024 წელს FMCG ბაზარი წლიურად 6.8%-ით გაიზარდა
დასავლეთ საქართველოში, გზის გაწმენდით სამუშაოებში დასახმარებლად „თეგეტა ჰოლდინგი“ მძიმე ტექნიკას აგზავნის
მოხალისე მოქალაქეები - დავაორგანიზეთ აგრო დრონები, რომლების ტვირთამწეობა 30 და 40 კილოგრამია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics