2016-03-08 23:01:52, 519 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: ხელისუფლება მაესტროზე ზეგავლენას რუსთავი2-ის წინააღმდეგ გამოიყენებს
''ხელისუფლება მაესტროზე ზეგავლენას რუსთავი2-ის წინააღმდეგ გამოიყენებს'' - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ გადაცემა არჩევანში განაცხადა.
ალასანია მაესტროს გარშემო მიმდინარე პროცესების უკან ხელისუფლების ინტერესებს ხედავს და ამბობს, რომ მაესტროზე გავლენების მოპოვების შემდეგ ხელისუფლება რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას გააგრძელებს.
"ეს მიმართულია იქითკენ, რომ მაესტროზე ზეგავლენის მოხდენით მათ სურთ, ეს გამოიყენონ რუსთავი2-ის წინააღმდეგ. მათი სურვილია, წინასაარჩევნოდ კონტროლირებადი და სტელირული მედია-გარემო შექმნან. ამის უკან დგას ხელისუფლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დასრულდება კრახით," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან