05:13 - 24 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 12:27:13, 569 ნახვა

უსაფრთხოების კონფერენცია ვაშინგტონის, ბრიუსელის, კიევის და მოსკოვის მონაწილეობით - სად არის ამ დროს თბილისი

დღეს მსოფლიოს მედიის ყურადღება გერმანიისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც მსოფლიო ლიდერები შეიკრიბებიან მიუნხენის უსაფრთხოების სამდღიან კონფერენციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ოფიციალური განცხადება გაკეთდება და არაერთი მაღალი დონის დისკუსია გაიმართება. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი - უკრაინის ომი იქნება.

კონფერენციამდე იყო პრეზიდენტი დონალნდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ვლადიმერ პუტინს და ვლოდიმირ ზელენსკის.

ამერიკელი ლიდერის თქმით, მხარეები ერთმანეთთან ორმხრივ ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს [უკრაინასთან რუსეთის სამხედრო კონფლიქტის მოსაგვარებლად] და დავიწყებთ იმით, რომ დავურეკავთ უკრაინის პრეზიდენტ [ვოლოდიმირ] ზელენსკის, რათა შევატყობინოთ მას შემდგარი საუბრის შესახებ, რასაც პირდაპირ ახლა გავაკეთებ“, - თქვა ტრამპმა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, პუტინი დაეთანხმა ტრამპს, რომ სამხედრო კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარება მოლაპარაკებების გზით შეიძლება იქნეს მიღწეული.

კრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არ მიიღებს რუსეთსა და ამერიკას შორის მიღწეულ არანაირ ორმხრივ შეთანხმებას უკრაინის მონაწილეობის გარეშე.

„ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უბრალოდ ვერ შევძლებთ რაიმე შეთანხმების მიღებას ჩვენი მონაწილეობის გარეშე“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

დღემდე მიდის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, წარადგენს თუ მიუნხენში სამშვიდობო გეგმას აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში, კით კელოგი.

წლევანდელ კონფერენციაზე შეერთებული შტატები ვიცე-პრეზიდენტით და სახელმწიფო მდივნით იქნება წარმოდგენილი.

კელოგმა AP-ს განუცხადა, რომ თეთრი სახლი ყველა შესაძლო მოლაპარაკების დეტალებს აზუსტებს. „როდესაც მიუნხენიდან დავბრუნდებით, გვინდა პრეზიდენტს მივაწოდოთ ვარიანტები. ამგვარად, როდესაც ის [პირდაპირ] ჩაერთვება სამშვიდობო პროცესში, ეცოდინება, თუ როგორი სახე ექნება ამას“.

ევროპელმა დიპლომატმა აცხადებენ, რომ „მიუნხენში შეთანხმების გარკვეულ კონტურებს ან ვრცელ შტრიხებს მოხაზავენ“, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი იერმაკი შეხვდებიან კელოგს და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსს.

შესაძლოა უკრაინამ მოლაპარაკებები გამართოს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან, რომლებიც ასევე ესწრებიან კონფერენციას. ომის განხილვა რამდენიმე ევროპელ ლიდერსაც სურს. ამ ვალენტინობას, როგორც ჩანს, უამრავი დიპლომატიური პაემანი მოეწყობა.

კონფერენციაზე წელს რუსეთის ფედერაციის ოფიციალური დელეგაციაც იქნება წარმომდგენილი.

პრეზიდენტის ტრამპის განცხადებით ირკვევა, რომ მიუნხენში მოსკოვის, კიევისა და ვაშინგტონის ოფიციალური პირების შეხვედრა იქნება.

,,ბიბისისთან" უკრაინის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ „რუსებთან მოლაპარაკებები მიუნხენში“ მოსალოდნელი არ არის.

ჩვენს ზურგს უკან ნებისმიერი გარიგება არ იმუშავებს, უკრაინა გააგრძელებს წინააღმდეგობას და ევროპა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი შეთანხების შესრულებას სჭირდება უკრაინისა და ევროპის მონაწილეობა.

რა გამოვა მოლაპარაკებებიდან, ჯერაც გასარკვევია, მაგრამ ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კონფლიქტი რაღაც ფორმით გაიყინება, კიევი კი დროებით მაინც შეეგუება ტერიტორიის დაკარგვას უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.

ანალიტიკოსებმა უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრიანება გამორიცხეს

მათივე თქმით, ისიც საკითხავია, თუ რამდენად ისურვებს კრემლი დასავლელ ოფიციალურ პირებთან შეთანხმების დადებას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ღიაა შეერთებულ შტატებთან სასაუბროდ, კრემლს შესაძლოა ახლა ნაკლებად სურდეს კომპრომისებზე წასვლა, რადგან მიიჩნევს, რომ ბრძოლაში უპირატესობა აქვს.

ვაშინგტონს, კიევსა და მოსკოვს შორის მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც ევროპა და შტატები უსაფრთოების პოლიტიკაზე საუბრობენ, ოფიციალური თბილისი სდუმს. წელს ,,მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე" საქართველო ოფიციალურად წარმოდგენილი არ იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციაში ,,ექსპრესნიუსს" განუცხადეს, რომ მათ მოწვევა არ მიუღიათ.

მიუნხენშია საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია.

პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილი უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ს დელეგაციასთან.

„მიუნხენში ჩატარდება შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან".

პარტია ,,საქართველოსთვის" განცხადებით, კონფერენციის ფარგლებში, გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში, სადაც ის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრებს.

საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობისგან განსხვავებით, უსაფრთხოების კონფერნეციაში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები.

ფაქტია, რომ ევროპის ახალი უსაფრთხოების პოლიტიკოს შექმნის ფონზე, საქართველო დღის წესრიგში არ არის. ,,ქართული ოცნების" მთავრობა შეხვედრებს აზიის ქვეყნებში მართავს.

როგორც ,,სიენენი“ წერს, უკრაინის გარდა, მიუნხენში ბევრი ლიდერი ასევე ყურადღებით და ნერვიულად ადევნებს თვალს ღაზას, რადგან ჰამასის ტყვეობიდან ისრაელელი მძევლების დაბრუნების ბოლო ვადა 15 თებერვალს შუადღეს დგება - ზუსტად კონფერენციის შუაში. ტრამპმა ადრე განაცხადა, თუ მძევლები არ გაათავისუფლეს, „ჯოჯოხეთი დატრიალდებაო“.

 

ავტორი: დიმა კვარაცხელია




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რიჩარდ გირი - აშშ ბნელ მდგომარეობაშია. სადაც ხულიგანი და განგსტერი არის პრეზიდენტი
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა არჩევნებში დამარცხება აღიარა.
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებზე ქრისტიან-დემოკრატებმა გაიმარჯვეს
იენს სტოლტენბერგი - დღეს საღამოს იგივე განცდა მაქვს, რაც 3 წლის წინ, როცა მაცნობეს რომ ევროპაში ომი იწყებოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics