04:56 - 24 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 18:27:31, 414 ნახვა

პროპუტინისტი დიქტატორის უფროსი ვაჟი ტოკიოში შენიშნეს სადაც იგი ცხოვრობს - იაპონური მედია

“სანქციების დაწესებამდე ცოტა ხნით ადრე 500 მილიონი იენით ბინა შეიძინა”

უცვლელად გთავაზობთ იაპონური გამოცემის – Weekly Bunshun Online Edition-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ბიძინა ივანიშვილის ვაჟზე – უტა ივანიშვილზე:


საქართველო ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარეობს. იაპონიაში ქვეყანა ცნობილია მისი ტრადიციული კერძით, “შქმერულით”, მაგრამ ბოლო წლებში ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში სწორედ ამ დიქტატორის გამო იმყოფება. უფროსი შვილი იმ დიქტატორის, რომელმაც რუსეთთან კავშირები გააღრმავა და ეკონომიკური სანქციების სამიზნეც გახდა, რატომღაც იაპონიაში ცხოვრობს.

ტოკიოში, შინჯუკუს ერთ-ერთ რესტორნის კუთხეში, ორი მამაკაცი ერთმანეთის პირისპირ იჯდა და საუბრობდა. თბილი განათებით გაჯერებული, ხალხმრავალი ეს მაღაზია ერთადერთი ადგილი იყო, სადაც განსხვავებულ ენაზე საუბრობენ, ვიდრე მიმდებარე ტერიტორიებზე.  მამაკაცთაგან ერთი მაღალი ხარისხის პიჯაკში დახვეწილად იყო შემოსილი, მეორე კი  – ტყავის ქურთუკსა და სპორტულ შარვალში. მას ჰქონდა წვერი, თუმცა დიდი თვალები მას ბავშვურ იერს სძენდა. 

რესტორანში შეხვედრა

ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, სპორტულად ჩაცმული მამაკაცი წამოდგა და მეორე პიროვნებას მიმართა:

“მადლობა!”

ორივე მამაკაცი ქართულ ენაზე საუბრობდა. დამშვიდობების შემდეგ, პიჯაკში ჩაცმულმა მამაკაცმა მას დიდი შავი ჩანთა გადასცა და ქართულად უთხრა:

“აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება.”

სპორტულ სამოსში ჩაცმულმა მამაკაცმა ჩანთა აიღო და რესტორანი დატოვა, პიჯაკიანი პიროვნება კი მას უყურებდა.

საიდუმლო შეხვედრა ელჩთან 

პიჯაკში ჩაცმული კაცი გახლდათ საქართველოს ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა, ხოლო პიროვნება, რომლის ვინაობაც უცნობი იყო, აღმოჩნდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი.

საქართველო აღმოსავლეთ ევროპის საზღვარზე მდებარეობს. მოსახლეობის რაოდენობა 3.7 მილიონია და საქართველოს მიწის ფართობი იაპონიის 1/5-ია. ეს არის ლამაზი ბუნების მქონე ქვეყანა.  

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოიპოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წელს მიიღო. თუმცა ამჟამად ქვეყანა დიდი არეულობის შუაგულშია. გრძელდება ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები, რასაც პოლიციის ძალადობრივი ჩარევა და დაპატიმრებები მოჰყვა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს

ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება” რომელიც 2012 წელს დაფუძნდა, სულ უფრო დიქტატურულ ხასიათს იძენს. ეს პარტია პრორუსულია, რასაც მოსახლეობა ეწინააღმდეგება, რადგან მოსახლეობის სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებაა. საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც შარშან ოქტომბერში ჩატარდა, ქართულმა ოცნებამ გამარჯვება. ევროპარლამენტმა ეს პარტია არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც საპროტესტო აქციები კიდევ უფრო გამწვავდა. გასული წლის დეკემბერში, ახალი პრორუსი პრეზიდენტის, რომელსაც ქართული ოცნება უჭრდა მხარს, ინაუგურაცია გაიმართა. 

ბიძინა ივანიშვილი – დიქტატორი კულისებიდან

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელი მილიარდელი ბიძინა ივანიშვილია. ანშირო ჰოსაკა, ავტორი „რუსეთი, როგორც სადაზვერვო ერი“ და ესტონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის მკვლევარი, განმარტავს:

“ივანიშვილი ერთ-ერთია იმ ოლიგარქთაგანია, რომელმაც 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში საბანკო საქმიანობით დააგროვა ქონება. მას საქართველოს მოქალაქეობა 2012 წელს მიიღო,  დააარსა საქართველოს დემოკრატიული პარტია და გახდა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დატოვა თანამდებობა. მას შემდეგ, იგი ქვეყანას  ჩრდილიდან საკუთარი მილიარდების საშუალებით მართავს. როგორც ამბობენ, მისი ქონება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს. საქართველოს, რომლის ტერიტორიაც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, დიპლომატიური ურთიერთობა კრემლტან გაწყვეტილი აქვს. ამის მიუხედავად, ივანიშვილი პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებთან კავშირს მაინც ინარჩუნებს და მისი ოჯახის წევრებს ბიზნესი აქვთ რუსეთში.

რესპუბლიკელი დეპუტატების მიერ 2020 წელს შედგენილ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ანგარიშში აღნიშნულია:

“ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სახელით საქართველოს დესტაბილიზაციაში მონაწილეობს.

დიქტატორის ვაჟს იაპონიაში ფეშენებელური ცხოვრება აქვს

ჩვენმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა გასულ წელს ტოკიოს ცენტრში შეიძინა ელიტარული ბინა კომპლექსში, სადაც  მშვიდად და კომფორტულად ცხოვრობს.

“ის ჩვეულებრივი, კარგი გარეგნობის მქონე ახალგაზრდაა, რომელიც ძირითადად ფეხით ან მატარებლით გადაადგილდება და არ ეტყობა, რომ მდიდრულად ცხოვრობს. მას უყვარს იაპონური ბრენდების ტანსაცმელი, როგორიცაა “Bathing Ape”  და “Onitsuka Tiger”. მას უყვარს თამაშები და უფრო მეტად “სახლის ადამიანია”, მაგრამ ზოგჯერ დადის სპორტდარბაზსა და სანაპიროზე. ჭამს იაპონურ საჭმელს, აქვს სისუსტე ტკბილეულის მიმართ, როგორიცაა შოკოლადი და ნამცხვრები. მას ალკოჰოლიც უყვარს .

იგი სოციალური მედიის მომხმარებელია, მეგობრების წრის გასაფართოებლად გაცნობის აპლიკაციებს იყენებს და ტოკიოს ბარებში გამართულ საერთაშორისო გაცვლით ღონისძიებებს ესწრება. იგი სიამოვნებით თამაშობს “მაფიას”,  წუწუნებს: “მე არ ვარ კარგი ტყუილში” ხანდახან წვეულებებსაც მართავს რუს მეგობრებთან ერთად.

„როგორც ჩანს, იგი სამშობლოს დიდი ხნის წინ მოწყდა, მაგრამ მან თქვა, რომ „მშობლებს რამდენიმე კვირაში სულ მცირე, ერთხელ მაინც უკავშირდება“. 

მისი ცხოვრების წესი დამახასიათებელია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ტკბებიან საზღვარგარეთ ცხოვრებით. მაგრამ, როგორც ჩანს, მისი სიმდიდრე და ცხოვრების სტილი არ ემტხვევა ერთმანეთს. 

ჩვენმა გამოცემამ მოიპოვა ბინის უძრავი ქონების რეგისტრაცია, რომელიც ბატონმა ა-მ შარშან შეიძინა. ბინა მდებარეობს ტოკიოში, მთავარ ადგილას,   ძვირადღირებული საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე და დაახლოებით 115 კვადრატული მეტრია. რეგისტრაციის მიხედვით, ა-მ, რომელიც ტოკიოში სხვა ძვირადღირებულ რეზიდენციაში ცხოვრობდა, ქონება სესხის გარეშე წინა წლის 27 ივნისს იყიდა.

ჩვენმა გამოცემამ მოიპოვა უძრავი ქონების რეესტრის დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ ბინა, რომელიც 115 კვადრატული მეტრია, 500 მილიონი იენით  ნაღდი ფულით შეიძინა.

სანქციების თავიდან აცილების მცდელობა?

“ივანიშვილის ვაჟმა ბინა შეიძინა ივნისში, მაშინ როდესაც საქართველოში დიდი არეულობა იყო. ამას მალევე მოჰყვა აშშ-ის სანქციები დეკემბერში, რაც ბადებს ეჭვს, რომ ეს ტრანზაქცია სანქციების თავიდან აცილების ნაწილი იყო,” – აღნიშნავს ექსპერტი.

ჟურნალისტური კონფრონტაცია

ჩვენი ჟურნალისტი, რომელიც ადევნებდა თვალყურს მისტერ A-ს მოძრაობებს, იგი 2 თებერვალს ტოკიოში, იურაკუჩოში, სუშიზანმაიში, ქალთან ერთად შენიშნა. როდესაც ის მარტო იყო, ჩვენს მას რუსულად და ინგლისურად გავესაუბრეთ [გასაუბრების ვიდეო ნახეთ აქ:].

ჩვენმა ჟურნალისტმა 2 თებერვალს ტოკიოში, იურაკუჩოში, ივანიშვილის  სუშის რესტორანში შენიშნა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– თქვენ ხართ ბატონი A? იაპონურად საუბარი შეგიძლიათ?

– დიახ, იაპონურად ცოტას ვსაუბრობ.

– რამდენი ხანია იაპონიაში ცხოვრობთ?

– ორწელიწადნახევარია. 

– მუშაობთ?

-დიახ, მე ვიდეო თამაშების დიზაინერი ვარ.

თუმცა, როდესაც მას კომპანიის და ოჯახური კავშირების შესახებ ჰკითხეს, მისი დამოკიდებულება შეიცვალა.

– თქვენ შექმენით კომპანია “ATU”?

-მე არ შემიქმნია.

– მამათქვენი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება.

-მერე რა?!

– ტოკიოში ბინა გაქვთ?

-შეიძლება მქონდეს, შეიძლება – არა.”

მან უარი თქვა ინტერვიუზე და საუბრის ბოლოს ტერიტორიას გაეცალა. 

იაპონიის როლი სანქციებში

ამჟამად აშშ ივანიშვილის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს, თუმცა იაპონიას  ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი განუცხადებია. თუ სანქციების თავიდან აცილების სქემა კვლავ გაგრძელდება, შესაძლოა, იაპონია ამ პროცესში უნებურად ჩაერთოს.

თარგმანი სტუდია მონიტორი




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რიჩარდ გირი - აშშ ბნელ მდგომარეობაშია. სადაც ხულიგანი და განგსტერი არის პრეზიდენტი
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა არჩევნებში დამარცხება აღიარა.
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებზე ქრისტიან-დემოკრატებმა გაიმარჯვეს
იენს სტოლტენბერგი - დღეს საღამოს იგივე განცდა მაქვს, რაც 3 წლის წინ, როცა მაცნობეს რომ ევროპაში ომი იწყებოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics