18:51 - 03 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 14:24:07, 352 ნახვა

რეგიონი
რუსული მხარე - პრინციპულად მნიშვნელოვანია, სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წლის 1 მაისამდე ამოქმედდეს

ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის ახალმა რუსმა კურატორმა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის მიმდინარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ „პრინციპულად მნიშვნელოვანია“, აეროპორტი მიმდინარე წლის 1 მაისამდე ამოქმედდეს.

„იმისთვის, რომ სეზონზე რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან აეროპორტში სრულფასოვანი ფრენები განხორციელდეს, პირველი სატესტო რეისი თებერვალში უნდა მიიღოს“ - განაცხადა მან ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ.

კირიენკომ აღნიშნა, რომ აეროპორტი დამატებით შესაძლებლობებს გაუხსნის როგორც აფხაზეთის მოქალაქეებს, ასევე რუს ტურისტებს. მისი თქმით, ინვესტორები უკვე ფიქრობენ სამომავლოდ მის გაფართოებაზე.

„სიმართლე გითხრათ, ასეთი ლამაზია პროექტი აქამდე არ მინახავს“, - თქვა მან.

მანამდე კირიენკომ აეროპორტში სამუშაოები დაათვალიერა და საკითხი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატ ბადრა გუნბასთან განიხილა, რომელიც აეროპორტის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობდა. ოპოზიციის განცხადებით, გუნბას უფლება არ ჰქონდა კირიენკოს შეხვედროდა, საკოორდინაციო შტაბის უფროსის რანგში. ამის შესახებ ე.წ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას, პრესსამსახურში განაცხადეს.

„ბადრა ზურაბოვიჩ გუნბამ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ყველა უფლებამოსილებაზე უარი განაცხადა და წავიდა შვებულებაში. საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების მომენტიდან საარჩევნო კამპანიის დასრულებამდე ბადრა გუნბა შვებულებაშია და არ აქვს უფლება შეასრულოს ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციები, მათ შორის საკოორდინაციო შტაბის სამუშაოების წარმართვა ვ.გ. არძინბას სახლოების სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის შესახებ. ეს აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა“.

სერგეი კირიენკომ, აფხაზი ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, განაცხადა რომ „რუსეთი პატივისცემით მიიღებს აფხაზი ხალხის ნებისმიერ არჩევანს“. „საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებული აფხაზეთში 15 თებერვალს გაიმართება.

2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტს აღადგენს შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის კომპანია. რაშიდ ნურგალიევს ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტი უკავია.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტის საინვესტიციო მოცულობა 12 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს. მისი თქმით, რუსეთიდან სოხუმის მიმართულებით პირველი საცდელი რეისი წელს იგეგმება.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო მის შესახებ ინფორმაცია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი, მირიან ბერულავა სასამართლომ გათავისუფლა
შალვა პაპუაშვი - გამაოგნებელი იყო, რომ ჩვენ გუშინვე მოვისმინეთ ბრიუსელელი პოლიტიკოსების განცხადება, რომლებმაც ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდეს
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო კომისია ოთხშაბათს, პლენარულ სხდომაზე, დადგენილებით დაფუძნდება
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. უწყვეტი პროტესტის 67-ე დღე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics