2025-01-30 15:36:58, 380 ნახვა
საქართველოს 26 წელი PACE-ში - რას მოუტანს ქვეყანას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვება?
29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგში მას შემდეგ განაცხადა, რაც PACE-მ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო. საქმე ისაა, რომ 2025 წლის ზამთრის პლენარული სესიის გახსნის დღეს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა. საბოლოოდ, PACE-მ გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნების” დელეგაციას მომდევნო სესიამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნებოდა, სრულად რატიფიცირებისთვის კი კონკრეტული წინაპირობები უნდა შესრულდეს დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად. 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციით, საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვს "ქართულმა ოცნებამ" მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს. ამასთან, PACE საქართველოს ოფიციალური პირებისგან მოითხოვს დაუყოვნებლივი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგან, რათა საშუალება მისცენ საქართველოს განაახლოს ევროპული ინტეგრაციის გზა. როგორც წულუკიანმა თქვა, დოკუმენტის დათქმები მიუღებელია. რას წარმოადგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE)? ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ევროპის საბჭოს ორი საწესდებო ორგანოდან ერთ-ერთია, რომელიც შედგება მინისტრთა კომიტეტისგან (საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც შეხვედრებს მართავენ, ჩვეულებრივ, თავიანთ მოადგილეთა დონეზე) და საპარლამენტო ასამბლეისგან, რომელიც წარმოადგენს მის წევრ სახელმწიფოთა პოლიტიკურ ძალებს. ევროპის საბჭო და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 1949 წელს ჩამოყალიბდა. PACE, რომელმაც პირველი სესია 1949 წლის 10 აგვისტოს გაიმართა, შეიძლება ჩაითვალოს უძველეს საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეად, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წევრების პლურალისტური შემადგენლობით, რომელიც შეიქმნა მთავრობათაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე. ამ დროისთვის, ასამბლეა აერთიანებს 306 პარლამენტარს ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის პარლამენტებიდან. მასში შედიან ევროკავშირის როგორც წევრი, ისე არაწევრი ქვეყნები. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. მისი მისიაა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებების დაცვა. საპარლამენტო ასამბლეას შეუძლია სამი სხვადასხვა სახის დოკუმენტის - რეკომენდაციის, რეზოლუციისა და მოსაზრების მიღება. საქართველოს 26 წელი PACE-ში საქართველო ევროპის საბჭოს და შესაბამისად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამპლეის რიგით 41-ე წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. „მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი...“ - სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გაწევრიანებისას წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ ეს ისტორიული სიტყვა, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას.
გაწევრიანებას კი წინ შემდეგი პროცესი უძღოდა:
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეგულარულად იღებს საქართველოს, როგორც წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიშებს. საქართველო საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილია დელეგაციით, რომელიც 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან შედგება. ქვეყნები, რომლებსაც PACE-ს წევრობა შეუჩერდა რუსეთის ფედერაცია ორგანიზაციის წევრი 1996 წლის 28 თებერვალს გახდა. 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთს ხმის და მმართველ ორგანოებში წარმომადგენლობის უფლება ჩამოართვეს. 2019 წელს რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება აღუდგა. უკვე 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ კი რუსეთი PACE-დან ერთხმად გარიცხეს. 2024 წელს აზერბაიჯანმა შეაჩერა ევროპის საბჭოს ასამბლეაში მონაწილეობა, მას შემდეგ, რაც დეპუტატთა უმრავლესობამ მიიღო რეზოლუცია აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტპატიმრების რაოდენობის გაზრდის გამო. ამასთან, აზერბაიჯანმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა იმ დეპუტატებს, რომლებმაც აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიკაციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. აზერბაიჯანი წევრი 2001 წლიდან იყო. რას მოუტანს საქართველოს PACE-ს დატოვება? სამართლის დოქტორი ანა ფირცხალაიშვილი განმარტავს, რომ ევროპის საბჭოს დატოვებას საქართველოსთვის ძალიან სერიოზული ნეგატიური შედეგები მოჰყვება. განსაკუთრებით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა, კანონის უზენაესობის და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. “1. ქვეყანას მოუწევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან (ECHR) გასვლა. რადგან:
2. ჩვენ აღმოვჩნდებით პოლიტიკური იზოლაციაში, რადგან:
3. ექნება ნეგატიური ეკონომიკური და დიპლომატიური შედეგები, რადგან:
4. საერთაშორისო ურთიერთობებზე ნეგატიური ზეგავლენას მოახდენს, რადგან:
ავტორი: ექსპრესნიუსი, უკრაინის ხელმძღვანელობის გაყოფა, - რის მიღწევასაც ცდილობს პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებით
თვითმფრინავის ჩამოვარდნა ვაშინგტონზე: რა არის ცნობილი
ტრამპი ვაშინგტონში თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე: ეს ჩვენი ქვეყნის ტკივილის საათია
ბადრი ჯაფარიძემ - ჩვენი მარშის მიზანია, გადავარჩინოთ მზია ამაღლობელის სიცოცხლე
|
რედაქტორის რჩევით
უკრაინის ხელმძღვანელობის გაყოფა, - რის მიღწევასაც ცდილობს პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებით
მთავრობამ არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ევროკავშირის მომავალი მოპარა ქართველ ხალხს - გაბრელიუს ლანდსბერგისი
ომი უკრაინაშიმსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე დრონებით შეტევას
ზელენსკი აშშ-ის ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე - მოვიძიებთ შიდა რესურსებს
ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
მთავრობამ არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ევროკავშირის მომავალი მოპარა ქართველ ხალხს - გაბრელიუს ლანდსბერგისი
მთავარი თემა
|